ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა დატოვა. კიურეგიანი მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარტიიდან პროპორციული სიით იყრის კენჭს.
სუმბატ კიურეგიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:
“პატივცემულო თანამემამულენო, ნინოწმინდის ძვირფასო მცხოვრებნო. დღეს მე სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დავწერე, რათა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” პროპორციული სიით ვიყარო კენჭი».
აღსანიშნავია, რომ პირველ ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საკუთარი კანდიდატების პროპორციული სიები უნდა წარადგინონ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შედგება.