დღეს, 12 აპრილს, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე სეირან კიურეგიანი ხელახლა აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ ინფორმაცია ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის Facebook გვერდზე განთავსდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდზე ვკითხულობთ:
«დღეს, 12 აპრილს, N941 საოლქო საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგად სეირან კიურეგიანი აირჩიეს. სეირან კიურეგიანი ამ თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს. მას ყველა სათანადო დამსახურება აქვს საიმისოდ, რომ რეგიონში საარჩევნო პროცესს უხელმძღვანელოს».
სეირან კიურეგიანის უფლებამოსილების ვადა წელს ამოიწურა. მან კვლავ მიიღო მონაწილეობა ცესკოს მიერ ამ თანამდებობისთვის გამოცხადებულ კონკურსში და კვლავ გაიმარჯვა.
სეირან კიურეგიანი არის პარლამენტის წევრის, ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, სუმბატ კიურეგიანის მამა.