საქართველოს ცესკო აქვეყნებს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინასწარ შედეგებს. JNEWS-ი აქვეყნებს ნინოწმინდის N41 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების შედეგებს.
ნინოწმინდის მერობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ავაქ ბდოიანმა მიიღო 4,62% (497 ხმა),
პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა მიიღო 82,53% (8874 ხმა).
საინიციატივო ჯგუფიდან სურენ მოსოიანმა მიიღო 12,85% (1382 ხმა).
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია მერები, ასევე ადგილობრივი საკრებულოს უმრავლესობის და პროპორციული დეპუტატები.