10 და 11 ოქტომბერს კორონავირუსის შემთხვევა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში არ დაფიქსირებულა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ახალციხეში დადასტურებულია 2 შემთხვევა.
დღეისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 8 შემთხვევა და 84 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. 14 შემთხვევა რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და 65 ადამიანია თვითიზოლირებული.