ახალქალაქში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდულ შეკრებებს, სადაც პოლიტიკოსებსა და პოლიტიკაზე საუბრობენ, მაგრამ ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოთქვამს პოლიტიკაში წასვლის და ამ გზის მმართველ, ან ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავლის სურვილს.
JNEWS-ი წარმოგიდგენთ ვიდეომასალას ორ პოლიტიკოსზე, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებში ორ, განსხვავებულ პოლუსზე აღმოჩნდნენ, როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაში.
JNEWS-ი მოგითხრობთ ორ ადამიანზე, რომლებიც ახალქალაქში პოლიტიკით არიან დაკავებულნი. გიორგი წურწუმია- მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდა აქტივისტი და არტურ მკოიანი – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის რიგებიდან იბრძვიან.