საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები საქართველოში პირველად ელექტრონული სისტემის საშუალებით ჩატარდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 62 საარჩევნო უბნიდან 28 ელექტრონული სისტემით მისცემს ხმას, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 35 საარჩევნო უბნიდან 19.
წელს პირველად საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. თუმცა, პატარა საარჩევნო უბნებსა და ცენტრებიდან მოშორებულ უბნებში ხმის მიცემის პროცესი წარიმართება როგორც ადრე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ უბნებზე:
№ 1 უბანი- ახალქალაქი № 31 კარტიკამი
№2 ახალქალაქი № 32 კულიკამი
№ 10- არაგვა № 33 აბული
№ 11 მაჯადია № 34 ხულგუმო
№ 12 ორჯა № 38 კოთელია
№ 13 კორხი № 45 კუმურდო
№ 21 დილისკა № 47 ოკამი
№ 22 ვაჩიანი № 51 სულდა
№ 23 ჩამდურა № 52 დადეში
№ 24 მურჯახეთი № 59 ხოსპიო
№ 25 ზაქი № 60 ბავრა
№ 26 ბუღაშენი № 61 ხორენია
№ 27 ბალხო № 62 ახალქალაქი
№ 28 გომანი
№ 29 ოლავერდი
სხვა უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძველი სისტემით წარიმართება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ უბნებზე:
№ 1 ნინოწმინდა № 18 დიდი ხანჩალი
№ 2 ნინოწმინდა № 19 პატარა ხანჩალი
№ 3 ნიმოწმინდა № 21 ეშტია
№ 7 დიდი გონდურა № 22 თორია
№ 8 პატარა გონდურა № 25 სათხა
№ 9 დილიფი № 26 ოროჯალარი
№ 10 ყულალისი № 27 დიდი არაქალი
№ 11 მამზარა № 28 პატარა არაქალი
№ 12 გორელოვკა № 34 ჯიგრაშენი
№ 14 ჟდანივაკანი
დარჩენილი საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ძველი სისტემა ამოქმედდება.
ასევე აღვნიშნავთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორივე საარჩევნო ოლქში – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საარჩევნო უბნების რაოდენობა შემცირდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნების რაოდენობა 62-მდე შემცირდა. ქალაქ ახალქალაქში 4 საარჩევნო უბანი შემცირდა, სოფელ კუმურდოში წინა 2-ის ნაცვლად ერთი, ასევე სოფელ დილისკაში გაერთიანდა 2 უბანი. სოფელ თახჩასა და აბულის საარჩევნო უბნები ერთ უბნად გაერთიანდა, ერთ უბანზე ხმას მისცემს სოფელი თოთხამი და კორხი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 35 საარჩევნო უბანი დარჩა. მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი შემცირდა, ნინოწმინდაში 4 უბანი იყო, ახლა 3 გაიხსნება, სოფელ ეშტიაში №21 და №34 უბნები ერთში გაერთიანდა.
ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კენჭისყრა ელექტრონული სისტემით განხორციელდება იმ უბნებზე, რომლებიც ქალაქიდან არაუმეტეს 20 კმ-ის დაშორებით არიან განლაგებულნი და სადაც არაუმეტეს 3000 და არანაკლებ 300 ამომრჩეველია.