ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკას მოსახლეობა წმინდა ნინოს სახელობის პანსიონატთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა და მიწების პრობლემაზე დაიწყეს საუბარი. როგორც ისინი ირწმუნებიან, მათ სახნავ-სათესი მიწები წაართვეს და საპარტიარქოს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ბავშვთა სახლისთვის გადასცეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რუსულ სოფელ სპასოვკაში დღეს რუსები აღარ ცხოვრობენ, მხოლოდ ერთი ოჯახია დარჩენილი. აქ ძირითადად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან ჩამოსახლებული სომხები – დაახლოებით 15 ოჯახი და მთიანი აჭარიდან ეკომიგრანტების, დაახლოებით 45 ოჯახი ცხოვრობს. როგორც მოსახლეობა ამბობს, აქ ყველა მშვიდად ცხოვრობს, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.
აქ მისვლა შესაძლებელია ერთი მხრიდან სოფელ გორელოვკას გავლით, მეორე მხრიდან სოფელ სათხას გავლით. გზა სოფელს ორ ნაწილად ყოფს. ასფალტის გზა მთავრდება სოფლის შუაგულში, სოფელ სათხადან დაწყებული. აქ, როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველგან, ძირითადად მესაქონლეობაა განვითარებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ სახნავ-სათესი მიწა არ არის, არც პირუტყვია და არც შემოსავალი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 2007 წელს მათი სოფლიდან 5 ოჯახმა დაკარგა მიწა, მათ შორის ერთ-ერთი გურამ წინწკალაძეა.
გურამს დიდი ოჯახი ჰყავს: 2 ვაჟი ოჯახებთან ერთად. იმის გამო, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ სახნავ-სათესი მიწა, გურამის შვილებს სამუშაოდ თურქეთში წასვლა მოუწიათ. გურამი მათ შორის იყო, ვინც პირუტყვს აძოვებდა იმ მიწებზე, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლ გადასცეს.
გურამ ცინწკალაძე ამბობს, რომ აქ ეროვნული საკითხი არ არის, რადგან ამ გადაწყვეტილებით დაზარალდნენ, როგორც აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები, ასევე ადგილობრივი სომხები.
“როცა აქ ჩამოვედით, შევარდნაძე დაგვპირდა, რომ მიწას მოგვცემდა, მან შეასრულა სიტყვა და მოგვცეს მიწა. მაგრამ შემდეგ 2007 წელს, როგორც ვიცი, 2005 წელს პანსიონატი გაიხსნა, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოვიდნენ, არ უკითხავთ, გვჭირდება თუ არა მიწა, იყენებთ თუ არა. რაღაცა მაინც უნდა ეთქვათ. ჩვენ წაგვართვეს და მათ მისცეს. მოვიდა მეუფე სპირიდონი, გადმოვიდა მანქანიდან, გარშემო დაათვალიერა, მას მიწის ეს ნაწილი მოეწონა, თქვა, რომ ყველაზე ლამაზი ნაწილი ეს იყო, რომ მას ეს სჭირდებოდა. ჯუმბერ გელაშვილიც ჩამოვიდა, ისევე, როგორც გაგიკ კარსლიანი, ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა, რომ არ ყოფილიყო, პოლიცია გამოიძახეს. ვკითხე, როგორ შეიძლება, გვითხრეს, რომ ეს მიწები დიდი ხნის წინ შეიძინეს, თუ ასე იყო, მაგ დროს, რატომ გვითხრეს ამის შესახებ. რა ვქნათ, ჩვენ სოფლელები ვართ და ვერაფერი გავაკეთეთ. შემდეგ 3-4 წლის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს მიწა არ იყო პრივატიზებული”, – თქვა მან სახლის შესასვლელთან მდგომმა.
გურამ ცინწკალაძის თქმით, თითოეული დაწესებულება სხვადასხვა პასუხს ეუბნებოდა.
“ამის შესახებ ადრე ხშირად ვკითხულობდით, მაგრამ მათ არაფერი განგვიმარტეს, გვიმალავდნენ. ჩვენ 5 ოჯახი ვართ, ვისაც ეს მიწები წაგვართვეს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობამ, ამის შესახებ არაფერი იცის, დღეს ჩვენ საბუთების მოსაწესრიგებლად წავედით, ბატონი ჯუმბერი ამბობს, რომ ეს მიწები, რომელიღაცა კლინიკამ იყიდა და საპატრიარქოს გადასცა. შემდეგ საჯარო რეესტრში ვიყავით. იქ გვითხრეს, რომ, რომელიღაც პიროვნებამ იყიდა და პატრიარქოს გადასცა, ხოლო გაგიკ კარსლიანი ამბობს, რომ სანდრა რულოვსმა მისცა ეს მიწები, ჩვენ არ გვესმის, რატომ და ვინ არის დამნაშავე. როცა გაგიკ კარსლიანთან სალაპარაკოდ მივედით, მან თავი აგვარიდა, გვითხრა, წადი იცხოვრე შენს ხულოშიო. ჩვენ ერთი ადგილიდან მეორეში გვაგზავნიდნენ. გვითხრეს, რომ ჩვენი საკითხები თავად მოვაგვაროთ. ჩვენ გადავწყვიტეთ და ერთხელ პანსიონატში წავედით. გამოვიდა ქალი და მითხრა, რა გააკეთე, შენ გამო წელს დასასვენებლად ვერ წავედი. როგორ შეიძლება, ეს ხომ პანსიონატია, ისინი ღარიბი სოფლის მოსახლეობის და ბავშვების ხარჯზე მიდიან და ისვენებენ. მე არ ვიცი რა იყო, მაგრამ მე ვწუხვარ ამ ბავშვების გამო”, – ამბობს გურამი.
გურამს, ისევე როგორც სპასოვკას დანარჩენ 4-ოჯახს, არ აქვს იმედი, რომ ამ მიწებს დაუბრუნებენ, მაგრამ გადაწყვიტა თავის პრობლემაზე საუბარი, როცა პანსიონატთან დაკავშირებული სკანდალი დაიწყო. ის და მისი ოჯახი სოფელ სპასოვკაში 21 წელია ცხოვრობენ.
“ჩვენ ჟურნალისტებს თავის დროზე დავუკავშირდით, “რუსთავი-2″ შუა გზიდან გაბრუნდა თბილისში და, როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა და აქ უამრავი ჟურნალისტი შეიკრიბა, გადავწყვიტეთ, რომ პრობლემაზე გვესაუბრა. ვნახოთ, რა მოხდება, მოგცემენ თუ არა. ეს საძოვრები ჩვენთან უფრო ახლოსაა, ახლა სასაზღვრო ზონაში გვიწევს წასვლა, იქ კი, აღარ გვიშვებენ და შარშან მოთიბვის უფლებაც არ მოგვცეს. 11 ჰექტარ-ნახევარი 5 ოჯახს წაართვეს. ეს მიწა გაყოფილი გვქონდა, მაგრამ წაგვართვეს. ჩვენს მეზობელსაც წაართვეს, მისი ვაჟები იძულებული გახდნენ რუსეთში წასულიყვნენ სამუშაოდ. მეც მყავს 2 შვილი, უმაღლესი განათლებით და ისინი თურქეთში მუშაობენ. ან სასაზღვრო მიწებს ვთიბავთ ან თივას ვყიდულობთ. შარშან ჩემმა მეზობელმა პირუტყვისთვის 1000 პრესი იყიდა. გუშინ გვითხრეს, რომ სპირიდონი იქ არ იყო, დღეს ცუდი ამინდი იყო და ჩვენ კვლავ პასუხი არ მიგვიღია. დღეს მერიაში მერი არ იყო”, – ამბობს გურამ წინწკალაძე.
სპასოვკის კიდევ ერთი მკვიდრი, ფირუზ ვანაძე, გურამის მსგავსად ეკომიგრანტია ხულოდან. მას მთელი სახნავ-სათესი მიწა წაართვეს, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული.
“ჩემი მიწა მთლიანად წამართვეს. ჯერ კარსლიანმა მოგვცა ეს მიწა იჯარით. 5-6 წლის შემდეგ ეს პრობლემები დაიწყო, ისევ კარსლიანმა გაზომა ჩვენი მიწა და წაგვართვა. ეს არ იყო საკუთრება, არამედ – იჯარა. ახლა ვთხოვთ, თუ დაგვიბრუნებენ ამ მიწებს, მადლიერი ვიქნებით, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მიწები, ან ჩვენს აჭარაში დავბრუნდებით”, – ამბობს ფირუზ ვანაძე.
ადგილობრივი მკვიდრის, ეთერის ოჯახის კუთვნილი ყველა მიწა არ გადაუციათ ბავშვთა სახლისთვის, თუმცა მისი შვილებიც სამუშაოდ წავიდნენ, იმის გამო, რომ მესაქონლეობისთვის საკმარისი საძოვრები არ აქვთ.
“ჩვენც შევდივართ იმ ხალხის სიაში, ვინც მიწა დაკარგა. ეს არ არის ახალი ისტორია, 10 წელზე მეტი ხანია. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ჩამოვიდნენ და ითვლიდნენ ჩვენს მიწებს. ჩვენც მივედით. რატომ აკთებედნენ ამას, არ ვიცოდით. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და მათთან ერთად იყვნენ მღვდლები, დაახლოებით 10-15 ადამიანი. ვკითხეთ, რატომ ითვლიდნენ. ობლების დასახმარებლად მიწა უნდა გადავცეთო. იმ წლიდან, ისინი ყოველ წელს ბალახს თიბავენ. სანამ ისინი არ მოთიბავენ, ჩვენ არ ვიწყებთ. თუკი შემთხვევით არასწორად მოვთიბავთ, ეს დავის მიზეზი ხდება. ყველა მიწა არ ჩამოგვართვეს, ისინი სამკუთხედივით გაყვეს. განაწილების შემდეგ ყველას 2 ჰექტარი გვქონდა. სხვებს თითქმის მთელი მიწა წაართვეს, დაახლოებით 40 მეასედი სახნავი მიწა”, – ამბობს ის.
Jnews-ი შეეცადა სახნავ-სათეს მიწებთან დაკავშირებული პრობლემა ახალქალაქის, კუმურდოსა და ყარსის მიტროპოლიტისგან ნიკოლოზ ფაჩუაშვილისგან გაერკვია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს მიწები ლეგალურად გადაეცა საპატრიარქოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
“ეს მიწები არ არის ეპარქიის ბალანსზე – ეს, სავარაუდოდ, საპატრიარქოზეა, რადგან ბავშვთა სახლი საპატრიარქოს ეკუთვნის. სავარაუდოდ, ეს მიწები რეგისტრირებულია საპატრიარქოზე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ სადავო საკითხები მოსახლეობასთან არ გვქონდეს, ეპარქიას ვგულისხმობ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ხალხი სიმართლეს ამბობს, რადგან მათ დაინახეს, რომ ეს საკითხები წამოიჭრა, ჟურნალისტები აწუხებდნენ და, სავარაუდოდ, მათ სურთ მიიღონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით, რაც სახელმწიფომ ბავშვთა სახლს გადასცა. არა მგონია, რომ ბავშვთა სახლი დაშალონ, სავარაუდოდ, იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. საპატრიარქოს რა გეგმები აქვს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ეს არ მეხება, რადგან მიწები საპატრიარქოს საკუთრებაა. მე ამ საკითხს სხვაგვარად ვაგვარებ ჩემს ეპარქიაში”, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მიწის გადაცემაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა. ის კი ამბობს, რომ მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა.
“ასეთი შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემთვის, რამდენიმე მეასედ მიწას ავიღებდი. მე მაშინ ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ვიყავი. ვიღაცამ იყიდა მიწა, მე დავარეგისტრირე. შემდეგ, პოღოსმა მოიტანა საბუთები და ჩვენ მიწა პოღოსზე დავარეგისტრირეთ. მე რას წარმოვადგენ, რომ მიწა უნდა გადავცე ეკლესიას. ეს არ იყო ჩემი პოზიცია – ეს იყო ის, რაც იყო”,- ამბობს გაგიკ კარსლიანი.
როგორც გადაწყდება სოფელ სპასოვკის მიწების პრობლემა, ვის ეკუთვნის ის, Jnews-ი შეეცდება ამ კითხვებზე პასუხები მოძებნოს.