ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თიბვის სეზონი უკვე მთავრდება- ეს სოფლის ერთ-ერთი მძიმე სამუშაოდ ითვლება. სოფლის მოსახლეობა, დიდ ტერიტორიებს ტრაქტორებით თიბავს, ხოლო შედარებით პატარა ნაკვეთებს ხელის სათიბელათი ან ცელის მეშვეობით თიბავენ.
თიბვის სეზონი კარგ ამინდში იწყება, როდესაც სეზონის გარკვეულ დროს, ბალახი საჭირო სიმაღლესა და მასას მიაღწევს, რის შედეგადაც თივის წარმატებული შემზადება ხდება.
სოფელ დადეშის მცხოვრებლები დიდ ნაკვეთებზე თიბავენ, აგროვებენ და მზით დამშრალი ბალახი სახლში მიაქვთ.
სოფლის მოსახლეობის თქმით, უმეტესობა ხელით თიბავს, რადგან მუდამ არ აქვთ საჭირო ფინანსები.
სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, ცელით თიბვა შრომატევადია, სამაგიეროდ კი იაფია.
აქ ყველაფერი ხელით კეთდება. თიბავენ ცელით, ორთითათი და ფოცხით აგროვებენ, თივის გრძელ წნელებს ზვინებად ალაგებენ, შემდეგ სატვირთო მანქანებით ან ტრაქტორებით სახლში მიაქვთ.
დღეს ცოტა ხალხი თიბავს ხელით.
როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, გასულ წლებთან შედარებით, წელს თივის ფასი საგრძნობლად გაზრდილია.
მოთიბული თივის რაოდენობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს აწუხებს. სოფლის მცხოვრები დამოკიდებულია საკუთარი მიწის თივის რაოდენობაზე. თუკი უკმარისობა იქნება, ზამთარში საქონლის შესანახად ხალხს თივის ყიდვა მოუწევს. მიწათმოქმედების ვარაუდით, ერთი დაპრესილი თივა 7 ლარზე მეტს შეადგენს.
სოფელ დადეშის მცხოვრები სამველი ნათესებს ხელის სათიბელათი თიბავს. მისი მტკიცებით, გასულ წელთან შედარებით, ბალახი ცოტაა, ფასი კი მაღალია.
“წელს 1 ჰა-დან, სავარაუდოდ, 70 დაპრესილი თივა გამოვა. თუკი მოსავალი იქნება კარგი, მაშინ 1ჰა-დან 200 დაპრესილი თივა უნდა გამოვიდეს”,- ამბობს ის.
მისი მტკიცებით, სოფელ დადეშში ყველა ოჯახი, სულ მცირე, 3 ძროხას, ხოლო ზოგიერთი 10-15 ძროხას ინახავს.
“მე 5 ძროხა მყავს, დაახლოებით 500 დაპრესილი თივა მჭირდება”,- ამბობს სოფელ დადეშის მცხოვრები სამველი.
ზოგიერთი მცხოვრები, ვისი ნაკვეთიც სოფლისგან მოშორებით მდებარეობს, ნაკვეთებთან კარვებში რჩება და ბალახს იქ თიბავს. ის ხალხი, ვისაც დიდი მიწები აქვს, მოთიბულ თივას ხშირად ყიდის.