ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი მომსახურების 8555 ლარის ოდენობის გადასახადი 143 აბონენტს ჩამოეწერა. საერთო ჯამში საქართველოში სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლა და სამელიორაციო გადასახადისგან განთავისუფლებული იყო 24 ათასზე მეტი აბონენტი. ამის შესახებ “საქართველოს მელიორაციის” კომპანია გვაცნობებს.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოში სამელიორაციო მომსახურება აბონენტებს უფასოდ ეძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში სახელმწიფო აბონენტებს დაახლოებით 8 მლნ ლარის (დაახლოებით $2,5 მლნ) ოდენობის დავალიანებას აპატიებს, რაც 2012-დან 2018 წლამდე დაგროვდა.
“საქართველოს მელიორაციის” გამოთვლებით, ფერმერებმა უკვე 2,9 მილიონ ლარზე(967 ათასი დოლარი) მეტი დაზოგეს.
გარდა ამისა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 42 ათას ფიზიკურ და კომპანიების იურიდიულ პირს ვალები ჩამოეწერა. ვალის ოდენობამ საერთო ჯამში 8 მილიონ ლარამდე (თითქმის 2,7 მილიონი დოლარი) შეადგინა. მიწის ნაკვეთების სარწყავი მომსახურების თანხა 2012-დან 2019 წლამდე დაგროვდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს მთავრობას პრიორიტეტების გადახედვა აიძულა- ხელისუფლებამ, იმპორტჩანაცვლების გეგმებზე გამოცხადებით სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა გამოიმუშავა, რომელიც მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მქონე ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე. ამ პროგრამის დახმარებით დაახლოებით 200 ათასმა ფერმერმა დამატებითი შეღავათები უკვე მიუღო.