ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის აუქციონზე 9 გასაყიდი და 1 გასაქირავებელი მიწის ნაკვეთია გატანილი, ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
აუქციონები სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ტარდება.
მიწის ნაკვეთები შემდეგია:
1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და არასაცხოვრებელი შენობები სოფელ ჩუნჩხაში. საწყისი ფასი 362 500 ლარი 1 625 404 კვ/მ. აუქციონის ბოლო დღეა 7 თებერვალი.
2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ჩუნჩხაში, ხერთვისის გზატკეცილზე, 4800 კვ/მ, საწყისი ფასი 5250 ლარი. ბოლო დღე 5 თებერვლამდე.
3.სოფელ კარწახში 127 558 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საწყისი ფასი 178 000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ნაგებობა სოფელ კარწახში 93040 კვ/მ 186500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი.
5.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (1 და 2 ხაზი) სოფელ აფნიაში საწყისი ფასი 44000 ლარი. ბოლო დღეა 17 თებერვალი.
6.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა სოფელ გოგაშენში, 250 56 კვ/მ, 315 00 ლარი, ბოლო დღე 17 თებერვალი.
7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა სოფელ ლომატურცხში – 10472 კვ/მ, საწყისი ფასი 30 000 ლარი. კონკურსზე განაცხადების მიღების ბოლო დღეა 17 თებერვალი.
8. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა (1-ლი და მე-2 ხაზი) 15905 კვ/მ 29000 ლარი. ბოლო დღეა 17 თებერვალი.
9. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფელ დილისკაში 179396 კვ/მ ფასი 340000 ლარი. ბოლო დღე 17 თებერვალი.
10. ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში 5 წლით იჯარით არის გაცემული მიწის ნაკვეთი 1862 კვ/მ. განაცხადები მიიღება 5 თებერვლამდე.