ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების აღება დაიწყეს. საშუალოდ, 1ჰა მოსავალიდან ფერმერები 2500კგ-დან 2800კმ-მდე მოსავლის მიღებას ელიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე დღეა ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს. მარცვლეული კულტურების შეგროვება ჯერჯერობით ყველა სოფელში არ დაწყებულა, ქერისა და ხორბლის მოსავლის მასიური აღება მუნიციპალიტეტში ერთ კვირაში დაიწყება და სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსის რამაზ გოგოლაძის თქმით, მოსავლის აღება დაიწყეს სოფელ ჩამდურაში, ვაჩიანში, დილისკაში, მაჭატიაში და არაგვაში. მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 კომბაინია, და ისინი ძირითადად უკვე დაძველებულია, საბჭოთა პერიოდის წარმოებისაა. ამჟამად მუნიციპალიტეტის მინდვრებში ადგილობრივი კომბაინები მუშაობენ.
“როდესაც მოსავლის მასიური აღება დაიწყება, კომბაინები კახეთიდან ჩამოვა, და ვფიქრობთ, რომ კომბაინებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
სოფელ ჩამდურადან ერთი მსხვილი ფერმერი ამბობს, რომ კარგ მოსავალს ელის.
“თუკი მოსავლის აღებამდე სეტყვამ არ გაანადგურა, ყველაფერს ავიღებთ, წელს კარგი მოსავალი მექნება. საშუალოდ 25-დან 30ც-მდე მოსავალს ველი, მაგრამ მაქვს მიწები, სადაც უფრო მეტსაც ველი- 40ც-მდე მოსავალს 1ჰა-დან”,- ამბობს ფერმერი სოფელ ჩამდურადან.
საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წელს მარცვლეული კულტურების 1ჰა-დან 2500კგ-დან 2800კგ-მდე მოსავალს ელიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს დაახლოებით 8000ჰა ქერი და 2000ჰა ხორბალი დაითესა. დათესილი ჯიშები ძირითადად ძველია, ახლი სახეობა ნაკლებად არის. საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მიწები ძალიან საგრძნობლად არა, თუმცა მაინც გაიზარდა.
1ჰა მარცვლეულის მოსავლის აღება 1,5 ლარიდან 1,6 ლარამდე ღირს.
მუნიციპალიტეტში გაზაფხულზე მარცვლეულის ფასი 0.70 თეთრიდან 1 ლარამდე ღირდა, თუმცა სეზონზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.