გუშინ ახალქალაქში რამდენიმე მცხოვრებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის ფაქტზე აღძრა. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» ლიდერმა თავის ფეისბუკის გვერდზე განაცხადა, რომ ძალადობა «დეპუტატ ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრმა» განახორციელა.
გუშინ ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა სოფელ ხოსპიოს მცხოვრებლებსა და არარატ ამბარიანს შორის, რომელიც 2018 წლის 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში გაასამართლეს. მაშინ დეპუტატ ენზელ მკოიანის ახლობლები და მომხრეები ოპოზიციის შტაბის აქტივისტებს დაუპირისპირდნენ. ენზელ მკოიანის ნათესავებთან ერთად «ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გამო» არარატ ამბარიანიც გაასამართლეს და სასჯელის სახით 3000 ლარით დააჯარიმეს.
გუშინდელი გარჩევის ზუსტი მიზეზი Jnews-სათვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციის თანახმად, გაუგებრობა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კონფლიქტის მომხრეებმა გაამძაფრეს.
გარჩევიდან რამდენიმე საათის შემდეგ «საქართელოს პატრიოტთა ალიანსის» ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ბანდიტების მფარველობაში «ქართული ოცნების» ლიდერებს ადანაშაულებს და კონკრეტულად ამ საკითხში, პარლამენტის დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს.
«ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრებმა სასტიკად ცემეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოს მკვიდრი არტაკ ბარიკიანი და არა ხრიმიანი. ჩვენი ინფორმაციით, ბარიკიანსა და ხრიმიანს ფიზიკურად გაუსწორდა არარატ ჰამბარიანი, რომელიც ენზელ მკოიანის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია. მასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. არარატ ჰამბარიანი ენზელ მკოიანის კუთვნილი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კურატორია.
მივმართავ ხელისუფლებას,- დაიცვას ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის უსაფრთხოება შეირაღებული დაჯგუფებისგან, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატი, ბატონი მკოიანი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ შეეშვას ამ ბანდიტების მფარველობას»,- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ირმა ინაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.