Jnews-ის კითხვაზე, ახალქალაქში რამდენი „ჭკვიანი“ კამერა და ზოგადი სათვალთვალო კამერებია, დამონტაჟებული, რამდენი დარღვევაა დაფიქსირებული ამ კამერების მიერ, ასევე, რა პრინციპით და რა დარღვევებს აფიქსირებს კამერები, შსს-დან ინფორმაცია მოვიდა კამერების რაოდენობასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.
ამგვარად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – “112”-ის ინფორმაციით, ახალქალაქში რეგისტრირებულია ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი 17 ვიდეოკამერა – “ჭკვიანი კამერები”, ასევე 21 ვიდეო სათვალთვალო კამერა.
ასევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გეგმავს ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი 6 ვიდეო სათვალთვალო კამერის შეძენას და დამონტაჟებას.