ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2021 წელს 70 000 ლარი გამოყო სოფლის გზების გრეიდერით  გასწორებისთვის, რომლებმაც საერთო ჯამში 110,2 კმ შეადგინა. სამუშაოებს  კომპანია შპს “ოვალი” განახორციელებს.

სოფლის მოხრეშილი გზების გრეიდერით გასწორების მუნიციპალურ ტენდერში მოიგო ინდივიდუალურმა მეწარმემ, მკრტიჩ ხითარიანმა, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ცნობით, მან არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერი გადაეცემა მეორე პრეტენდენტს – ტენდერის შედეგების მიხედვით, ეს არის კომპანია თბილისიდან შპს „ოვალი“. დოკუმენტები უკვე წარდგენილია და მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ამ სამუშაოსთვის მუნიციპალიტეტმა 70 000 ლარი გამოყო. შპს „ოვალმა“ 65 000 ლარი შესთავაზა.

წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებსა და სოფლებს, სადაც გრეიდერით გასწორების სამუშაოები ჩატარდება.

 

ახალქალაქი-კარწახის მიმართულებით

სოფელი დილისკიდან სოფელ პტენამდე – 4,7 კმ

სოფელი პტენადან სოფელ ჩუნჩხამდე – 3 კმ

ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ კიროვაკანამდე – 0,5 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ჩამდურამდე – 1 კმ

სოფელი ჩამდურადან სოფელ მურჯახეთამდე – 2 კმ

სოფელი ოკამიდან სოფელ ქარცეფამდე – 1,8 კმ

სოფელი ქარცეფიდან სოფელ აზმანისამდე – 1,5 კმ

სოფელი ქარცეფიდან სოფელ აფნიამდე – 3,5 კმ

სოფელი აფნიიდან გოგაშენამდე – 2,5 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ დადეშამდე – 3,5 კმ

სოფელი მიასნიკიანიდან ერინჯა-დავნია-ხავეთის სოფლებამდე – 10 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ პატარა კარწახამდე – 2 კმ

 

საერთო ჯამში 36 კმ.

 

ახალციხე-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებით

სოფელი კარტიკამიდან სოფელ ბუზავეთამდე – 3,5 კმ

სოფელ კარტიკამში – 1,5 კმ

სოფელი კარტიკამიდან სოფელ თახჩამდე – 3 კმ

სოფელი კარტიკამიდან სოფელ აბულამდე – 6 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ხოსპიომდე – სოფელი მარტუნი – ცენტრალური გზა – 3 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ხორენიამდე – 3 კმ

ჯავახეთის ქუჩის ბოლოს – 0,2 კმ

 

საერთო ჯამში 20,2 კმ გზა.

 

 ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის მიმართულებით

სოფელი აგანადან სოფელ კოჩიომდე- 2 კმ

სოფელი კოკიოდან სოფელ აზავრეთამდე – 3 კმ

სოფელი ბეჟანოდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ბოლომდე – 1,5 კმ

სოფელი იხტილადან სოფელ პატარა სამსარამდე – 4 კმ

სოფელი მცირე სამსარიდან სოფელ დიდ სამსარამდე – 3 კმ

მთავარი გზიდან სოფელ ზაქამდე – 2 კმ

სოფელი ზაქიდან სოფელ თირკნამდე – 2 კმ

სოფელი თირკნადან სოფელ ბალხომდე – 3 კმ

სოფელი ბალხოდან სოფელ ბუხაშენამდე – 3 კმ

სოფელი გომანიდან სოფელ ოლავერდამდე – 4 კმ

სოფელი ხანდოდან სოფელი ვარევანიდან – 2 კმ

სოფელი ვარევანიდან სოფელ ალასტანამდე – 4 კმ

სოფელი ალასტანიდან სოფელ კოკიომდე – 2 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ თოთხამ-კორხამდე – 2,5 კმ

სოფელი მაჯადიიდან სოფელ თოთხამამდე – 3 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ხულგუმომდე – 1,5 კმ

სოფელ ხულგუმოდან სოფელ კულიკამამდე – 2 კმ

სოფელი კულიკამიდან სოფელ კარტიკამამდე – 1,5 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ მოდეგამამდე – 2.5 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ღოდოლარ-ბურნაშეთ-აზავრეთამდე – 3 კმ

ცენტრალური გზიდან სოფელ ტურცხამდე – 2 კმ

მთავარი გზიდან სოფელ ლომატურცხამდე – 0,5 კმ

 

საერთო ჯამში 54 კმ გზა.