თავისუფლების ქუჩის ბოლო მონაკვეთზე წარმოიქმნა გაყინული ზედაპირი. ამის შედეგად ქუჩის ამ მონაკვეთზე, მოსახვევში ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი გახდა. იმ შემთხვევაში თუ ორივე მძღოლი ყურადღებას არ გამოიჩენს შესაძლებელია მოხდეს შეჯახება.
მუნიციპალიტეტის ის მოსახლეობა, რომელიც ხშირად ამ გზით ხძირად სარგებლობს ჩივის იმას, რომ წყალი საიდანღაც ჩამოდის და გზა იყინება.
იმ მიზნით, რათა ქუჩის ამ მონაკვეთზე ავტომანქანებმა გვერდი აარიდონ გაყინულ საფარს, ისინი საწინააღდეგო მხარეს ან ტროტუარებზე გადადიან, რაც ავარიულ სიტუაციებს ქმნის.
მოსახლეობის თქმით, გაყინული საფარის ქვეშ დიდი და ღრმა ორმოებია, რის შედეგადაც გაიყინა ზედაპირი.
«იქ ღრმა ორმოები იყო, შემდეგ წყალი დაგროვდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა გაყინული საფარი»,- ამბობს ტაქსის მძღოლი, რომლემაც საკუტარი სახელის გამომჟღავნება არ ისურვა.
ჩვენ მივმართეთ მერიას იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ როგორ, როდის და რატომ შეიქმნა ეს პრობლემა. თუმცაღა აღნიშნული პრობლემის შესახებ იქ არაფერი იცოდნენ.
მერის მოადგილის, შალვა ბალახაძის მტკიცებით მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მაგრამ მისივე მტკიცებით, ისინი დღესვე დაიწყებენ ამ პრობლემის მოგვარებას, რათა საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაწყდეს.
ის თუ როგორ მოგვარდება სასაფლაოსთან წარმოქმნილი ‘საციგურაო მოედნის’ საკითხი, მოგახსენებთ უახლოეს მომავალში.