10 ახალი ვიდეოკამერა გამოჩნდება არა მარტო ახალქალაქში, არამედ რამდენიმე სოფლისკენ მიმავალ გზებზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 6475 ლარად 10 ვიდეოკამერის შესყიდვა-მონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც გათვალისწინებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესყიდვა-მონტაჟის ტენდერი 13 სექტემბერს გამოცხადდა, წინადადების მიღება კი 23 რიცხვში დასრულდა. კამერები უნდა დამონტაჟდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში. ტენდერი 6200 ლარის ოდენობით კერძო მეწარმე მარტიროს კჯანიანმა მოიგო.
ახალქალაქსა და სოფლებში უნდა დამონტაჟდეს 10 ცალი ვიდეოკამერა საკუთარი დენის წყაროებით, ფართო კაბელით და მეხსიერების ბარათებით, 12 თვის საგარანტიო ვადით.
ახალქალაქში ვიდეოკამერები დამონტაჟდება:
1. ჭავჭავაძე-თამარ მეფის გზაჯვარედინზე
2. ხას ბაჩხას პარკის მოპირდაპირედ
3. თავისუფლება-ჭავჭავაძის გზაჯვარედინზე
4. მალხასიანი-ლომსაძის გზაჯვარედინზე
5. ძნელაძის ქუჩაზე, «ქვესადგურთან»
6. სარქისიან-ენგელსის გზაჯვარედინზე
7. ნალბანდიანის ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან
კამერები დამონტაჟდება სოფლებში: ხავეთში, სულდაში და ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე.