საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ ყოფილ №1 სამხედრი ქალაქში ეკლიანი ღობის გაყვანა უკვე დაიწყო. ღობემ სამხედრო ნაწილი საცხოვრებელი ნაწილისგან უნდა განაცალკეოს. თუმცა, სამხედრო ქალაქის ცენტრალურ გზას, რომელზეც შემოღობვა გადის, მხოლოდ ალტერნატიული გზის აშენების შემდეგ გადაკეტავენ. ახალქალაქის მერის მოადგილის მტკიცებით, მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხზე თანხმობა განაცხადა.

არმენ მარანგოზიანის თქმით, ის სამუშაოები, რომლებიც ამჟამად წარიმართება, მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილებაში ხელს არ უშლის, ხოლო საბავშვო სათამაშო მოედანი სამხედრო ქალაქის საცხოვრებელ ზონაში რჩება.

1

როგორც მარანგოზიანმა მოგვახსენა, საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ და ყოფილი სამხედრო ქალაქის მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს და მოსახლეობას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

“ყველა სამუშაოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მაშ შემდეგ, რაც ახალი ალტერნატიული გზა აშენდება, დაიკეტება ის გზა, რომელსაც ახლა მოსახლეობა იყენებს. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ კონკრეტულად როდის აშენდება ახალი გზა, ალბათ სექტემბრამდე უკვე დასრულებული იქნება”- ამბობს არმენ მარანგოზიანი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის დაახლოებით 70 მცხოვრებმა საპროტესტო აქცია იმ მოთხოვნით მოაწყეს, რომ სამხედროებმა მათი გზა არ გადაკეტონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილის შემოღობვას გეგმავს, რომელიც მას საცხოვრებელი ნაწილისაგან განაცალკევებს. შემოღობვა ეკლიანი მავთულით მოხდება და ის ასევე ცენტრალურ გზას გადაკეტავს.

პრობლემა იმაში მდებარეობს, რომ ღობის გაყვანა უშუალოდ № 475 საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებთან იგეგმება. პროექტი, რომლის თანახმადაც სამხედრო ნაწილის შემოღობვა იგეგმება, იქ მდებარე ყველ საცხოვრებელ სახლს შეეხება. თუმცა, სხვა დანარჩენი ბინების შემთხვევაში ეკლიანი მავთული 6-7 მეტრის დაშორებით გაივლის, ხოლო № 475 საცხოვრებელი კორპუსის შემთხვევაში, მავთულიანი ღობე, უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების წინ ექცევა.