22 სექტემბერს ახალქალაქის რაიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 21 სექტემბერს კი სამი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის 18 სწრაფი ტესტი ჩაატარა, მათგან ოთხი დადებითი იყო.
10-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
პირი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 8 დღით თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს, შემდეგ კი 6 დღის განმავლობაში თან უნდა ატაროს რესპირატორი.