არმენ პოღოსიანი წლების მანძილზე ყვავილების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. დღეს მას საკუთარი სათბური აქვს, სადაც უამრავი სახეობისა და ფერის ვარდები მოყავს.
არმენმა საკუთარი სათბური LAG ახალქალაქის პროგრამით მოაწყო. სათბური 500კვ/მ-ზეა განთავსებული და “Anzhelika Flowers” სახელწოდებითაა წარმოდგენილი.
“უკვე დიდი ხანია ყვავილების ბიზნესით ვარ დაკავებული. შემდეგ გაიხსნა ორგანიზაციები LAG და GIPA, რომლებიც გრანტებს გასცემენ, და როდესაც შევიტყვე, რომ ეს პროგრამა მთელს საქართველოში ხორციელდება, ჩვენი ბიზნეს-პროექტის გატანა ჯავახეთში გადაცწყვიტეთ. ეტაპობრივად მივედით იქამდე, რომ მოვიპოვეთ გრანტი და ჩვენი სათბური ავაშენეთ.”
ვარდების მრავალფეროვანი თესლები არმენმა ერევნიდან მიიღო.
“ყველაზე მნიშვნელოვანია- ჩვენ გვინდა ჩვენი საკუთარი გვქონდეს, ხოლო მცდელობა, გამოგვივა თუ არა, უკვე სხვა საკითხია”,-განმარტა სათბურის მფლობელმა.
ამჟამად ბიზნესმენს ოთხი სახეობის ვარდი აქვს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი და შერეული ვარდისფერი. არმენი ყველაფრით კმაყოფილია, მაგალითად იმით, რომ ეს საქმე წამოიწყო, დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სირთულეებისა წარმატებას მაინც მიაღწევს.
პანდემიის პირობებში, ახალქალაქში ქორწილებს აღარ იხდიან, სკოლები დაკეტილია, და შესაბამისად ყვავილების რეალიზაციამ საგრძნობლად იკლო. არმენი ამბობს, რომ სათბურის წყალობით ყვავილების შემოტანა სომხეთიდან, თურქეთიდან ან ნიდერლანდებიდან მას არ მოუწია ისევე, როგორც არ ჰქონია იმის შიში, რომ თუ ვერ მოახდენდა რეალიზებას, ყველაფერი გაუფუდებოდა.
“კარგი ყვავილებია, ხარისხი საშუალო დონისაა. ჩვენ უკვე ჩვენი ადგილობრივი ყვავილების გაყიდვა დავიწყეთ, და სხვადასხვა მაღაზიას ვამარაგებთ”.-განმარტა არმენაკ პოგოსიანმა.
ის სათბურის გაფართოავებას გეგმავს, რადგან მის მიმართ ინტერესი დიდია- მისი ვარდების ყიდვის სურვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც კი გამოთქვეს.
არმენი ირწმუნება, რომ მისი მოყვანილი ვარდები არაფრით ჩამორჩება თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოტანილ ყვავილებს.
არმენის თქმით, ყვავილი ძალიან ნაზი მცენარეა და შეუძლია ძალაინ სწრაფად გახდნენ ავად.
“ახალქალაქში ყვავილების განსაკუთრებულად გართულებული დაავადებები არ არის, ერთადერთი პრობლმა არის ყვავილის აფსი, რომელიც 20 დღეში ქრება. თუ კულტივირებას სწორი ტექნოლოგიით გააკეთებთ, ანუ ვენტილაცია, დარწყვა, მაშ არავითარი პრობლემა აღარ იქნება. თუ სათბურში ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსზე ნაკლები იქნება, მაშ სჯობს ის გაათბო, ხოლო როდესაც ტემპერატურა 24 გრადუსამდე ადის, ამ დროს სხვადასხვა დაავადებები ჩნდება. დაავადებები სინესტის პირობებშიც შეიძლება გაჩნდეს”,- განმარტა არმენაკ პოღოსიანმა.
არმენი ვარდებს სპეციალური წყალსაწვეთი სისტემით რწყავს.
გარდა ვარდებისა არმენს გლადეოლუსიც მოჰყავს.
ყვავილის სათბური საკუთარი ბიზნესის დაარსებაში მხოლოდ არმენს კი არა, არამეტ ორ სხვა ადამიანსაც დაეხმარა, რომლებიც მასთან დასაქმდნენ და სათბურში მუშაობენ.