ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას მოსახლეობა სასმელი წყლის კასრებს მანქანებში მუდმივად ატარებს, რათა წყლით ავსონ და სახლში მიიტანონ. აქ ხალხი მრავალი წელია ონკანის წყლის დალევაზე ოცნებობს. 2-3 წელია მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ელოდება. ახლაც კი ამ მოლოდინში არიან.
სოფელში 150 მეურნეობა ცხოვრობს, მაგრამ ოდესღაც აქ მეტი ხალხი ცხოვრობდა. ნორმალური პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა სხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებში გადადის.
სოფელ სულდას სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტმა 3 წლის განმავლობაში 2 517 649 ლარი დახარჯა. 2022-2023 წლებში ადგილობრივმა ბიუჯეტმა სოფელ დადეში-სულდას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 1 291 195 ლარი დახარჯა, პროექტი წელს დასრულდება. რეზერვუარისა და მილსადენებისთვის რეგიონულმა ფონდმა 2023 წელს1 212 895ლარი დახარჯა. გასულ წელს სოფელ სულდაში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხაც,13 559ლარი, წყალსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს, სოფელ სულდას წყალმომარაგების მთავარი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რომელიც სოფელს სასმელი წყლით ამარაგებდა. სოფელ სულდას მოსახლეობა სასმელ წყალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან ღებულობდა. ტუმბოს გამოყენებით წყალს სოფელ დილიფიდან ქაჩავდნენ, იქიდან წყალი თვითდინებით სოფელ სულდაში მიედინებოდა. სულდას წყალსაცავიდან წყალი სოფლის ოთხი მიმართულებით გადანაწილდა, თითოეული მიმართულებით 30-დან 40-მდე სახლია. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში სულდას მოსახლეობა სასმელ წყალს გრაფიკის მიხედვით იღებდა, მოსახლეობას მაინც ჰქონდა. ახლა სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან, ძირითადად, ვაჩიანიდან უნდა ჩამოიტანონ. მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება, სოფელში ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები და ოჯახები, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ. სოფელში არის ერთი წყარო, რომელიც მცირე ნაკადით მოედინება, ეს წყალი სასმელია, წყაროს წყალია.
წყალმომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, სოფელ სულდას მცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით მთიდან 8 კმ სიგრძის ახალი წყალმომარაგების ხაზი ააშენეს, რომლის ნახევარი, დაახლოებით 4 კმ, საზღვრისპირა ტერიტორიებზე გადის. წყალმომარაგების ამ ნაწილთან მისასვლელად საჭიროა მესაზღვრეებისგან ნებართვის მიღება. ეს წყალი არტეზიული არ არის, მთებიდან მოედინება, თვითდინებით, ღია მდგომარეობაში და ამიტომ არ არის გამოსადეგი დასალევად. მაგრამ ამ ჭუჭყიან წყალსაც კი მოსახლეობა გრაფიკით იღებს. ზამთარში წყალი იყინება, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჭუჭყიანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლი იწყებს დნობას და წვიმები იწყება. წყალი სასმელად გამოუსადეგარია, მოსახლეობა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს.
2022-2023 წლების ორწლიანი პროგრამის შემდეგ, რომლისთვისაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა 1 291 195 ლარი გამოიყო, რეზერვუარებისა და მილსადენების მშენებლობა რეგიონული ფონდიდან, რომელმაც 1 212 895 ლარი გამოყო, სულდის მოსახლეიბა სასმელი წყალი უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მაგრამ შარშან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა, ეს მიმდინარე 2024 წელს გადაიდო. ტუმბოების მუშაობისთვის მათ სოფელ დილიფის რეზერვუარში სამფაზიანი ელექტროენერგია უნდა გაეყვანათ. როგორც პასუხისმგებელი პირები განმარტავენ, სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით წელს გადმოიტანეს, რადგან ზამთარში უწევდა, და ზამთარში წყალი რომ ჩართულიყო და რაღაცა ისე არ ყოფილიყო, წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნებოდა. დიდი ალბათობით ტუმბოები გაიყინებოდა. სამუშაოების წელს გადმოტანა მერიამ ამგვარად განმარტა.
ამ სამუშაოს შპს „ემ სი გრუპი“ ახორციელებს. ამ ხაზის სიგრძეა 2700 მ.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა: 2022 წელს დაიხარჯა 257 400 ლარი, 2023 წელს 1 033 795 ლარი. კონტრაქტის ვადა 2025 წლის 31 აგვისტოს მთავრდება.
სამფაზიანი ელექტროენერგიის გაყვანის შემდეგ წყლის სოფელ დადეშში ამოტუმბვა შესაძლებელი იქნება, შემდეგ წყალი თვითდინებით სულდაში ჩაედინება.
მოსახლეობა ამას მოუთმენლად ელოდება.
„ჩვენს სოფელში სასმელი წყალი არ გვაქვს. ხოლო ის წყალი, რომელიც გრაფიკით მოგვეწოდება, ჭუჭყიანია და სასმელად არ ვარგა. ზაფხულში, ივნისიდან წყალი საერთოდ არ არის. სასმელი წყალი ვაჩიანიდან მოგვაქვს“, – ამბობს სოფელ სულდას მკვიდრი ვაღინ კაროიანი.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის ყველა მცხოვრებს მანქანაში წყლის კასრი აქვს.
მცხოვრები არმენ მარაბიანი შიშობს, რომ წყალსადენი, რომლითაც წყალი დადეშიდან სულდამდე უნდა მიედინებოდეს, დაზიანებულია და კვლავ პრობლემები წარმოიქმნება.
„სამფაზიანი ელექტროენერგიის გაყვანის შემდეგ ისევ მეეჭვება, რომ წყალი ჩვენამდე მოაღწევს, წყალმომარაგება ძველია, მილები დაზიანებულია, ნახვრეტები აქვს, ისინიც გამოსაცვლელია, 1965 წლევისაა, როგორ იქნება ნორმალური, წყალმომარაგების მილებიც დაზიანებულია, რომლებიც ახლა ჭუჭყიან წყალს გვაწვდიან”, – ამბობს არმენ მარაბიანი.
მცხოვრები გარნიკ მუსიკიანი ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ამბობს, რომ სოფლის ქვეშ მთლიანად მილებია.
„მხოლოდ წყალი გაჰყავთ, სხვაგან სად დახარჯონ ფული“, – ამბობს ის.
სოფელ სულდაში მერის წარმომადგენელმა ზარზანდ კუჯოიანმა თქვა, რომ სამუშაოს განაგრძობენ როგორც კი ამინდი მისცემს საშუალებას.
„სამფაზიანი დენის გაყვანის სამუშაოები დაიწყება. მილები ნორმალურია. სპეციალისტებმა დაათვალიერეს, თქვეს ნორმალურ მდგომარეობაშია, დაახლოებით 200 მეტრი გახსნეს და შეამოწმეს. დავამონტაჟებთ სარქველებს და სამფაზიან ელექტროენერგიას გავიყვანთ. დარჩენილია მხოლოდ ეს სამუშაოები. სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ ხაზი იმუშავებს, ღმერთმა არ ქნას არ იმუშაოს. ჩვენ ჯერ ტუმბოს მუშაობის გადასახადის საკითხიც უნდა მოვაგვაროთ. შესაძლოა ეს საკუთარ თავზე აიღოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. მთავარია სისტემამ იმუშაოს“, – ამბობს ზარზანდ კუჯოიანი.
თუ სისტემა ნორმალურად იმუშავებს, სოფელ სულდას მოსახლეობას სასმელი წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება, რადგან წყალი მუდმივი მიწოდებისთვის საკმარისი არ არის.