გუშინდელი დღიდან დაკეტილია ქალაქში მომავალი სოფელი ბეჟანოს გზა. მოსახლეობა განიცდის, ვაი თუ სასწრაფოს გამოძახების და საავადმყოფოში მისვლის აუცილებლობა დადგა. პასუხისმგებლები პირდებიან, რომ სულ მალე ეს საკითხი მოგვარდება.
დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტში ზოგიერთი სოფლის გზა გადაიკეტა, მოსახლეობა ქალაქისაგან იზოლირებული, რაც მათ უხერხულობას უქმნის.
ჩვენ მოგვმართა სოფელი ბეჟანოს მკვიდრმა თხოვნით, გაგვერკვია, თუ როდის დასუფთავდება გზა თოვლისგან.
«დღეს თოვლი არ ყოფილა, მაგრამ გზები გადაკეტილია, თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ, იქნებ მერია ინფორმირებული არ არის ან დასუფთავების პროცესს ანელებენ. მე განვიცდი, რადგან, თუ მოხუცები და ბავშვები ცუდად გახდნენ, სასწრაფო დახმარების გამოძახება რთული ან შეუძლებელი იქნება. მოსწავლეებსაც სკოლაში სიარული უჭირთ»,- წერს სოფელი ბეჟანოს მცხოვრები.
ჩვენ დავრეკეთ კომპანია «ჯავახ ავტო გზაში», რომელმაც სოფლის გზების თოვლისგან დასუფთავების ტენდერი მოიგო.
«ჩვენ საქმის კურსში ვართ, ვიცით, რომ სოფელი ბეჟანოს გზა გადაკეტილია, უკვე შეგვატყობინეს. ჩვენ სოფელი ღადოლარის მხრიდან ვმუშაობთ, ახლა მომუშავეები შეისვენებენ და ისევ გააგრძელებენ სამუშაოს. ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინდელი დღიდან ასუფთავებენ გზებს. დაასუფთავეს ყველა სოფლის გზა, ამჟამად გადაკეტილია მხოლოდ სოფელი ბეჟანოს და მოდეგამის გზები»,- თქვა კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორმა, ჯაბა ძირკვაძემ.