ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამის “სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელმა 83 პრიორიტეტი აირჩია. სამმა სოფელმა კი სამუშაოთა სია შეიცვალა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერები პროექტების მიხედვით ეტაპობრივად გამოაცხადა.
„პროექტების შინაარსს შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, დანარჩენი კი მუშაობისას გამოჩნდება. პროცესში კითხვები ყოველთვის ჩნდება. მსგავს სამუშაოებს ერთად ვასრულებთ. ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა. დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში მზადდება, თუ რომელიმე სამუშაოზე პრეტენდენტი არ გამოჩნდება ან რაიმე პრობლემა გაჩნდება“, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა.
წელს სოფლებმა ძირითადად თითო სამუშაო აირჩიეს. პრიორიტეტული სამუშაოებია ქუჩების განათება, სასმელი და სარწყავი წყალი, ახალგაზრდული ცენტრები.
სამმა სოფელმა, მიასნიკიანმა, პტენამ და კოჩიომ თავდაპირველად შერჩეული სამუშაოები შეცვალეს.
სოფელ მიასნიკიანში სპორტული დარბაზის მშენებლობა აირჩია, მაგრამ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციით შეცვალეს.
სოფელ პტენაში სასაფლაოს შემოღობვა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია წყალსადენის ყიდვით ჩანაცვლდა.
სოფელმა კოჩიოში კი ახალგაზრდული ცენტრის შენობის რეაბილიტაცია, მთელი კლუბის შენობის რეაბილიტაცით შეცვალეს, რისთვისაც სამშენებლო მასალები უნდა შეიძინონ. შენობაში ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული.
პროგრამით „სოფლის მხარდაჭერა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 922 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თითოეული სოფელი საკუთარ წილს ღებულობს. ხარჯები კი შეხვედრებისას დგინდება. მინიმალური თანხა 10 000 ლარია, მაქსიმალური კი 20 000 ლარი.
საქართველოში პროგრამა “სოფლის მხარდაჭერა” 2011 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება, მხოლოდ 2017 და 2018 წლებში შეჩერდა დროებით.