დღეს, 17 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში სეტყვამ მთელი მოსავალი გაანადგურა.

grad1

grad3

უკვე ერთი საათია სოფელ პატარა სამსარში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოდის. სეტყვის სქელმა ფენამ მიწა დაფარა. მოშორებით განლაგებულ სოფელში მთელი მოსავალი განადგურდა. მიყენებული ზიანის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ის კატოსტროფულია. ადგილობრივების თქმით, კარტოფილის მოსავლის დაახლოებით 75ჰა-ის ნაკვეთები მიწასთანაა გასწორებული.

ახალქალაქის მერიას სეტყვისგან დაზარალებული სოფლების შესახებ მეტი ინფორმაცია არ გააჩნია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოსავალს წელს სეტყვა უკვე არაერთხელ ანადგურებს.

ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ წელს სეზონურ სამუშაოებზე წასვლა ახალქალაქელების ძალიან მცირე რაოდენობამ მოახერხა.

grad4