ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მორწყვის სეზონი დაიწყო. ამ ეტაპზე ნათესების მორწყვა მხოლოდ მსხვილმა ფერმერებმა დაიწყეს, თუმცა მიწათმოქმედები ჩივიან, რომ მოსარწყავად საკმარისი წყალი არ არის.

მსხვილი ფერმერები მიწების მორწყვას სხვა ფერმერებზე ცოტა ადრე იწყებენ, რადგან თუკი ვერ მოასწრებენ დროულად მორწყვას, კარგ მოსავალს ვერ მიიღებენ.

3

სოფელ ჩანდურადან ფერმერმა ვარდან ფოლორჩიანმა წელს 10ჰა კარტოფილი დათესა. მეკარტოფილეობა ახალქალაქში მიწათმოქმედების შემოსავლის ძირითადი წყარო.

მისი თქმით, ვარდანი წელს კარგ მოსავალს ელის, რადგან ამისათვის საჭირო ყველაფერი გააკეთა. თუმცა არის ერთი პრობლემა- წყლის უკმარისობა.

“ალმალიდან მომავალი წყალი ძალიან ცოტაა, ვნახოთ, რა მოხდება მერე”,- ამბობს ის.

6

კარტოფილის მორწყვის სეზონი ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო.

“მორწყვა გრძელდება ერთი თვე და მეტიც, ეს ამინდზეა დამოკიდებული”,- ამბობს ვარდან ფოლორჩიანი.

1

ფოლორჩიანებთან მორწყვის სეზონზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ადამიანი მუშაობს. თუმცა მუშაობენ მხოლოდ მამაკაცები, რადგან სამუშაო რთულია. ამ სამუშაოსათვის ისინი დღეში 30 ლარს ღებულობენ.

“მე უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ ფოლორჩიანებთან, კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ხალხია, მუშას არასდროს აწყენინებენ”,- ამბობს ერთ-ერთი მუშა ავო.

4

“სამუშაო ძალიან რთული არ არის, მთავარია, რომ ადამიანურად გვექცევიან, გვიხდიან მაშინვე ან სეზონის ბოლოს. ამჟამად მორწყვის სეზონია, ის 20-30 დღე გრძელდება”,- ყვება სხვა მუშა პეტო.

თავდაპირველად მომუშავეები მილებისგან ცენტრალურ ხაზს ქმნიან, რომელიც ტუმბოზეა მიერთებული. შემდეგ, წყალი ცენტრალური ხაზიდან წვრილ მილებში ნაწილდება, რომელიც მასზეა შეერთებული და უკვე კარტოფილის ნათესზე გადმოდის. წვრილ მილებს ერთმანეთთან აერთებენ და შეერთების ადგილას მოწყობილობებს ამონტაჟებენ. ამის შემდეგ ტუმბოს რთავენ და რამდენიმე საათის განმავლობაში რწყავენ.

5

ვარდან ფოლორჩიანს თქმით, მორწყვა სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, იმ ადგილიდან გამომდინარე რომელსაც რწყავ.

“ერთი ნაკვთის მორწყვა 9-დან 10 საათამდე გრძელდება”,- ამბობს ის.

მორწყვის სეზონი კარტოფილის აყვავების შემდეგ იწყება. როგორც ვარდან ფოლორჩიანი ამტკიცებს, თუკი დროულად არ მორწყავ, კარგი მოსავალი არ იქნება.

ის გასული წლის მოსავლით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ წელსაც კარგი მოსავალი ექნება.

ვიღაცისათვის კარტოფილი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ვიღაცისთვის- მეორეხარისხოვანი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ადამიანებს მოსავლიანი წლის იმედი აქვთ.

2