სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში იხსნება ახალი პროგრამა – “სასაზღვრო საქმე”. უნივერსიტეტის ცენტრალურ ბაზაში მსურველების რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება უკვე 26 ივლისიდან.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ახალქალაქში იქნება რეალიზებული. კურსდამთავრებულები სასაზღვრო სამით მაღალი კვალიფიკაციის დიპლომს მიიღებენ. სახელმწიფო პროგრამაზე სწავლა უფასო იქნება.
“25 ივლისს ავტორიზაციის პროცესი დასრულება, ჩვენ ამ პროგრამის რეალიზაციის უფლება გვექნება და 26-ში მსურველების მივიღებთ. ჩვენ გვინდა, რომ პირველმა სტუდენტებმა აჩვენონ, რომ პროფესიული სწავლაც შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის. ჩვენთან სწავლა ევროპული სტანდარტებითაა”,- ამბობს მაკა ბერიძე.
სტუდენტები ერთ წელზე მეტ ხანს ისწავლიან. პირველ წელს უნივერსიტეტი 14 სტუდენტის მიღებას გეგმავს. თუკი მსურველი იქნება 14 სტუდენტი, უნივერსიტეტი მათ გასაუბრებით მიიღებს, თუკი 14 ადამიანზე მეტი იქნება, ისინი გამოცდას ჩააბარებენ.
რექტორის თქმით, პროგრამით ასწავლიან მომავალი დამსაქმებლები.
“ამ ადგილებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კადრების უკმარისობა იქნებ, და ადგილობრივ მოსახლეობას დიდი შანსები აქვს. თუკი სტუდენტები კარგად ისწავლიან და პრაქტიკას კარგად გაივლიან, მათ სამსახურში მიიღებენ”,- ამბობს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გვერდზე იქნება და გაიხსნება 26 ივლისს.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალციხეში 1990 წელს, ხოლო 2002 წელს ახალქალაქში მისი ფილიალი გაიხსნა. მოგვიანებით რეორგანიზაცია მოხდა და ახლა უნივერსიტეტს ორი კორპუსი აქვს, ორ ქალაქში- ახალციხეში და ახალქალაქში. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 1800 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 240 სტუდენტი ახალქალაქის კორპუსში სწავლობს. სტუდენტების უმეტესობა ჩვენი რეგიონიდან არის.