ახალქალაქის სერვისცენტრმა ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალზე ქალაქის ზოგიერთი გაუვალი მონაკვეთი გაასწორა. გზის აღნიშნულ მონაკვეთის რეაბილიტაციას შპს «საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1» ახორციელებს. ხოლო მთელი რეგიონის მაგისტრალს კომპანია «ჯავახ ავტო გზა» ემსახურება.
გუშინ, 29 მარტს, JNEWS-მა მორიგი მასალა დაწერა ქალაქის შიდა გზების მძიმე მდგომარეობაზე. ქალაქის მერმა JNEWS-თან საუბრისას განაცხადა, რომ პირველ რიგში, დროებით აპირებენ პრობლემის მოგვარებას – გზის გრეიდერით გასწორებას. დროის მოგების მიზნით, აპირებენ საგზაო დეპარტამენტს სთხოვონ, რომ ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია არა ახალქალაქის შესასვლელიდან, არამედ თვითონ ქალაქიდან დაიწყონ. რათა ქალაქის ქუჩებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს.
დღეს მერიამ ახალქალაქის სერვისცენტრს მიმართა, რათა ცენტრმა ყველაზე პრობლემურ ადგილებში ქუჩები გაასწოროს. სერვისცენტრმა გრეიდერით გაასწორა დარბინიანი-თავისუფლების გზაჯვარედინი, რომელიც ადგილობრივებში ცნობილია, როგორც «ვსტრეჩა», ასევე ქალაქის შემოსასვლელის მოსახვევებში ღრმა ორმოები. გასწორების სამუშაოებს შეუერთა კომპანია «ჯავახ ავტო გზაც», რომელიც სამცხე-ჯავახეთში ყველა მაგისტრალს ემსახურება.