დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ატარებენ საინფორმაციო კამპანიას იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, მათ შორის ახალქალაქშიც, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ მომზადებული სხვადასხვა პროექტი გააცნონ.
”ჩვენი მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ პროექტები, თუ რა შეღავათებით შეუძლიათ სარგებლობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კერძოდ, ეს პროგრამები ეხება კონკრეტულად პენსიებს. რა მომსახურებებია ხელმისაწვდომი სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, როგორ ვისარგებლოთ, ასევე ”დასაქმების” პროგრამით,” – JNEWS-ს აცნობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის უფროსმა სპეციალისტმა, თათია გვილავამ.
ეს კამპანია ხორციელდება მთელ საქართველოში. საინფორმაციო კამპანიის პროექტს მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და თანმიმდევრულ ხასიათს ატარებს.
ახალქალაქში შეხვედრას, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა ამ პროექტში ყველა სამინისტრო მონაწილეობს.