Jnews-ის ცნობით, ახალქალაქის მერიამ სამი ყვითელი „Isuzu“-ს ფირმის ავტობუსი მიიღო. ისინი ის თბილისის საქალაქო ავტობუსებია, რომლებიც აღარ გამოიყენება, რადგან ახალი მიიღეს. ავტობუსები ახალქალაქში ტექნიკური პრობლემების გამო ჯერ არ გამოიყენება.
ამის შესახებ ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა ისაუბრა:
“ეს საკითხი განვიხილეთ. თანხა უნდა გამოვყოთ, რომ სამი მძღოლისთვის ვაკანსია გამოვაცხადოთ და ხელფასები გამოვყოთ. ვინაიდან ეს ავტობუსები მოულოდნელად მივიღეთ, ბუნებრივია, არანაირი ხარჯი არ გვქონია გათვალისწინებული“.
ახალქალაქში მალე ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.
ბიჩახჩიანის თქმით, დიდი ალბათობით, წელს ავტობუსები ექსპლუატაციაში არ შევა.
„ვთვლი, რომ ექსპლუატაციაში წელს არ შევლენ, რადგან საკითხი განიხილება და გაგზავნას დიდი დრო დასჭირდება, სანამ არ დამტკიცდება და არ გამოგზავნიან. ავტობუსები უკვე მერიის ბალანსზეა, ანუ დოკუმენტაციის ნაწილი უკვე დასრულებულია“.
ერთ-ერთი ავტობუსის მიმართულება უკვე დადგენილია – გოროდოკიდან ხოსპიომდე, ხოლო დანარჩენი ორის მიმართულება ჯერ დაუდგენელია. ავტობუსები იმ მიმართულებით იმოძრავებენ, სადაც მეტი მგზავრი იქნება.