ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა წერილით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ 15 სექტემბრიდან ახალქალაქის რაიონის 24 სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყოს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და რეგიონებში გამოვლენილ შემთხვევების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, 15 სექტემბრიდან რეგიონის დაახლოებით 24 სკოლამ მიმართა საკლასო ოთახებში სწავლო პროცესის დაწყების მოთხოვნიკთ და ელოდება პასუხს.
სკოლის გაკვეთილები სავარაუდოდ დაიწყება შემდეგი სოფლების სკოლებში: თახჩა, მიასნიკიანი, მოდეგამი, აზმანა, აფნია, ქარცეფი, ბოზალი, ბუზევეთი, ბარალეთი, პტენა, მარტუნი, მურჯახეთი, ოკამი, ღადოლარი, კოკიო, ალათუმანი, ჩამდურა, პატარა სამსარი, ბალხო, გოგაშენი, კიროვაკანი, ლომატურცხი, ჩუნჩხა და აგანა.
”დიდი სკოლების გახსნის საუბარი არ არის, ჩვენ წარმოვადგინეთ მხოლოდ მცირე სკოლები, ჩვენ ველოდებით პასუხს”, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.
მისი თქმით, თუ აქამდე დაახლოებით 50 ადამიანს უკეთებდნენ ტესტირებას, ახლა მათი რიცხვი გაიზარდა და მიაღწია 150 -ს, აქედან 2 ან 3 ტესტი დადებითია ყოველდღე.