ახალქალაქში “ღამის შოუს” გუნდის კონცერტი გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. კონცერტი ახალქალაქის “ხას ბახჩას” ცენტრალურ პარკში ჩატარდა.

koncert_3

კონცერტი 17:00-ზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდა. ამის შემდეგ საზეიმო ფეიერვერკი გაიმართა.

koncert_4

პარკი ამჯერად არ იყო მორთული, როგორც სხვა დღესასწაულებზე, მაგრამ ახალგაზრდები მხიარულობდნენ, ცეკვავდნენ და მუსიკოსებთან ერთად მღეროდნენ. ბავშვებისთვის პოპკორნი, ბუშტები, სასმელები და სხვა ტკბილეულობები იყიდებოდა.

koncert_2

კონცერტს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერის მელქონ მაკარიანის ხელმძღვანელობით, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი.

koncert_6

შეგახსენებთ, რომ „ღამის შოუს“ გუნდის გამოსვლა თავდაპირველად 9 სექტემბერს, ახალქალაქის დღეს იგეგმებოდა, მაგრამ გურიაში დაღუპულთა გლოვის გამო გადაიდო. მაშინ კონცერტი 25 სექტემბერს დაინიშნა, თუმცა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული აგრესიის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, კონცერტის სიახლე ახალქალაქის ახალგაზრდებმა სკეპტიკურად მიიღეს. სოციალურ ქსელებში ახალგაზრდებს შორის მოძრაობა დაიწყო, რომელშიც კონცერტის გაუქმებას ან გადატანას მოითხოვდნენ.შედეგად კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო და 15 ოქტომბერს გაიმართა.

koncert_5