ახალქალაქის მოკრივე გორ აივაიაზიანმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სომეხი სპორტსმენი ერიკ არუსტამიანი დაამარცხა.

გორ აივაზიანი იმ 7 ქართველ მოკრივესთან ერთად ფინალში გავიდა. ოქროსთვის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში უკრაინელ რენატ ჩუბრევიჩოვთან ერთად იბრძოლებს.

ფინალი 11 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება.

ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობისთვის ჩემპიონატი თბილისში 3 ივლისიდან ტარდება. მონაწილეობას ახალქალაქის მოკრივე გორ აივაზიანი მიიღებს. მისი ტრენერია გაგიკ ელიზბარიანია. გორ აივაზიანი 46 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

5 ივლისს მისი პირველი ბრძოლა შედგა, სადაც 5:0 ანგარიშით აზერბაიჯანელი ტოფიგ გულიევი დაამარცხა, ხოლო 8 ივლისს პოლონელ სპორტსმენზე გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატი 13 ივლისამდე გაგრძელდება.