წელს, სამხატვრო სკოლისა და მომავლის სახლის რემონტთან ერთად, ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დიდი ხნის ნანატრი რემონტიც იყო მოსალოდნელი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების მოუხედავად, მუსიკალური სკოლის გარემონტება გადაიდო.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ მუსიკალური სკოლა გარემონტდება. როგორც მაშინ ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვაცნობა, ისტორიული შენობა წელს უნდა გარემონტებულიყო, პროექტი მზად იყო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საკითხი განსახილველად ივლისის სხდომაზე უნდა გაგზავნილიყო, შემდეგ ტენდერი უნდა შემდგარიყო.
თუმცა, საბოლოოდ, მუსიკალური სკოლის რემონტი განხილვაზე არც კი აროს გატანილი და, როგორც გაირკვა, წელს მუსიკალური სკოლის გარემონტება საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
“ჩვენ გვითხრეს, რომ პროექტის შემდგენება მონახაზები არასწორად გააკეთეს, და ახლა სხვასთან უნდა გააფორმონ ხელშეკრულება, რომ პროექტი ხელახლა შეადგინონ. ჯერ უცნობია როდის ჩატარდება რემონტი, შესაძლოა მომავალ წელს, შესაძლოა წელს”, – ამბობს ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.
როგორც მერიაში განმარტეს, მუსიკალური სკოლის რემონტი გადაიდო, თუმცა მთლიანი სკოლის გარემონტება გადაწყდა, და არა ნაწილობრივ, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო გადაწყვეტილი.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის რაღაც ნაწილი გაგვერემონტება. პროექტი შედგენილი იყო, მაგრამ შემდეგ განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სამუშაო უაზრო იქნებოდა. სჯობს გადავდოთ ერთი-ორი წლით, მაგრამ საფუძვლიანი რემონტი გავაკეთოთ. ამიტომ, წელს გადავდეთ ეს საკითხი. შეტენილი იქნება თუ არა პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში, ვერ გეტყვით“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.
მუსიკალური სკოლა მდებარეობს ახალქალაქის შუაგულში, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს სახლში, რომელიც ოდესღაც ოგანჯანიანების ოჯახს ეკუთვნოდა. ამ ოჯახის შთამომავლები, მუსიკალური სკოლის დირექტორის თქმით, კანადაში ცხოვრობენ. შენობაში თავიდან ფოსტა იყო, შემდეგ მუსიკალური სკოლა გაიხსნა. Jnews-მა არაერთხელ დაწერა იმის შესახებ, რომ უძველესი ნაგებობა მოვლა-გარემონტებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ასეთ მდგომარეობაშია, ის მაინც ერთ-ერთი მუნიციპალური დაწესებულებაა, რომელიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა (სპორტის შემდეგ). საქართველოში ახალქალაქის მუსიკალური სკოლა 2012 წლიდან გახდა ცნობილი, როდესაც კონცერტებზე და ფესტივალებზე დაიწყეს მოწვევა.
მუსიკალური სკოლა: შეუსაბამო პირობებში ხელახალი დაბადება