ახალქალაქის მუსიკალური სკოლის პოპულარობა ყოველწლიურად სკოლის ნიჭიერი მოსწავლეების წყალობით იზრდება, რადგან საერთაშორისო სცენებს იპყრობენ. მაგრამ პირობები, სადაც პედაგოგი ნიჭის განვითარებაში ეხმარებათ, უარესდება. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება შენობის გარემონტებას წელს გვპირდება.

მუსიკალური სკოლა ახალქალაქის შუაგულში, ერთ-ერთ უძველეს სახლში მდებარეობს, რომელიც ერთ დროს ოგანჯანიანების ოჯახს ეკუთვნოდა. მუსიკალური სკოლის დირექტორის თქმით, ამ ოჯახის შთამომავლები კანადაში ცხოვრობენ. შენობაში ჯერ ფოსტა იყო, შემდეგ კი მუსიკალური სკოლა გაიხსნა. ძველ შენობის გარემონტების აუცილებლობაზე Jnews-ი პერიოდულად წერდა.

Дизайн без названия - 1

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ასეთ მდგომარეობაშია, მაინც ერთ-ერთი მუნიციპალური დაწესებულებაა, რომელიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა (სპორტული დაწესებულებების შემდეგ). საქართველოში ახალქალაქის მუსიკალური სკოლის შესახებ ცნობები 2012 წლიდან ვრცელდება, როცა კონცერტებსა და ფესტივალებზე მოსწავლეების მიწვევა დაიწყეს.

Дизайн без названия - 1

„მოდიან და ამბობენ, რომ ანაიდა სტელმაშოვას მსგავსად სურთ დაკვრა. პოპულარობა და კონტიგენტიც გაიზარდა, მაგრამ სკოლა იგივე დარჩა. საჯარო გამოსვლების შემდეგ მეტი შესაძლებლობა გაჩნდა. 2012 წლიდან სხვადასხვა კონკურსის შესახებ შევიტყვეთ და მონაწილეობაც მივიღეთ. ჩვენს შესახებ სხვებმაც გაიგეს და მიგვიპატიჟეს“, – ჰყვება სვეტლანა კაროიანი და მუსიკალურ სკოლას გვათვალიერებინებს.

სკოლის პოპულარობისა და ეფექტურობის მიუხედავად, განვითარება მაინც ვერ ახერხებენ.

„მუსიკალურ სკოლაში საკმარისი განყოფილებები არ გვაქვს. ვიოლინოს, ანუ სიმებიანი საკრავების, ვოკალის განყოფილება ცალ-ცალკე უნდა იყოს. ეს ყველაფერი განვითარებასთან არის დაკავშირებული. პედაგოგების შემადგენლობა იგივეა, რადგან წასვლა არ სურთ. ამჟამად მხოლოდ არსენი, ანაიდა, ლეროჩკა დარჩნენ, მაგრამ არ მგონია, სკოლაში დაბრუნდნენ, რადგან დიდ სცენაზე დაკვრის პერსპექტივა აქვთ. კარგია, რომ კონკურსები იმართება, ბავშვებიც გადიან, ხალხს ეცნობიან, ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ. ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სვეტლანა კაროიანი.

Дизайн без названия - 1

„შეიძლება კულტურის, ხელოვნების მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. გვითხრეს, რომ მთელ სკოლას გაარემონტებენ, ბაღიც კი რამდენიმე საკლასო ოთახად გადაიქცევა და გაფართოვდება. ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობითაც მივმართეთ და შემოწმებაზე მოვიდნენ. არასაკმარისი პირობებია: დიდი საკონცერტო დარბაზი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ 200-300 ადამიანს დაიტევს. რაც მეტია მსმენელი, კლასიკაც მეტად პოპულარული ხდება და მსურველთა რიცხვი იზრდება. აკუსტიკური ინსტრუმენტები ჯერ კიდევ გვჭირდება, რადგან ელექტრონულზე ვერ გამოხატავ იმას, რისი გამოხატვაც აკუსტიკაზე შეგიძლია; ეს სულ სხვა საქმეა, ადამიანის ხმასავით ცოცხალია. რა თქმა უნდა, მუსიკის მოსმენა შეგვიძლია, მაგრამ ასეთი ტექნიკური აღჭურვილობა ძალიან გვინდა, რათა ოპერას ვუყუროთ, სიმფონიას მოვუსმინოთ“, – აცხადებს სვეტლანა კაროიანი.

Дизайн без названия - 1

მძიმე პირობების მიუხედავად, რეზულტატმა მუსიკალური სკოლის პოპულარიზაციაზე გავლენა მაინც იქონია. სკოლას 165 მოსწავლე ჰყავს. 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში 42 ბავშვი შევიდა, მანამდე 20-28 იყო. თუმცა პედაგოგთა რაოდენობა 5-ით შემცირდა და ამჟამად სკოლაში 25 ადამიანი მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ისტორიული შენობა 2023 წელს გარემონტდება, რადგან პროექტი უკვე მზადაა.

„პროექტი მზადაა. მისი ავტორები გასულ კვირას ჩამოვიდნენ, მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ, პრობლემებს გავეცანით და განაცხადიც მივიღეთ. საქმე ვლავ მის ავტორებს გადავუგზავნეთ. ფასადს არ შევეხებით. უკანა ნაწილი, სადაც დაზიანებაა, შეკეთდება. შენობა წელს გარემონტდება. საკითხს მომავალ თვეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და ტენდერი ამის შემდეგ გამოცხადდება“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.