“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” პარტიის 30 კანდიდატთაგან ერთი, სამველ მანუკიანი გახდა, რომელიც 2016 წელს საქართველოს პარლამენტში არჩევნების პროპორციული სიების სისტემით შეირჩა.
დღეს, 20 ივლისს, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მმართველმა პარტიამ, 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.
“ჩემი კანდიდატურა პარტიულ ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ შეირჩა. ეს ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, მე, ისევე როგორც თქვენ, საქმის კურსში არ ვიყავი”,- JNEWS-თან საუბარში გააკეთა კომენტარი სამველ მანუკიანმა.
მისი აზრით, “ქართული ოცნების” მხრიდან პროპორციული სიების სისტემით კანდიდატი სავარაუდოთ ნინოწმინდიდან იქნება წარდგენილი, ხოლო ენზელ მკოიანი სიებით წარდგენილი აღარ იქნება.
სამველ მანუკიანი საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის დეპუტატია.
ის 1976 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით შრომით- სამოქალაქო სამართალი.
2009-დან 2016 წლამდე სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული, 2009-დან 2016 წლამდე “Geofood Ltd”-ის კომერციული დირექტორი იყო.
საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნება- მწვანეს” ფრაქციაში ის 2017 წლის 20 იანვრიდან შედის. ასევე 2016 წლის 18 ნოემბრიდან, 2017 წლის 20 იანვრამდე “ქართული ოცნება” ფრაქციის წევრი იყო.
ამას გარდა სამველ მანუკიანი პარლამენტის აგრარული საკითხების კომიტეტის მონაწილე და 19 საპარლამენტო ჯგუფის წევრი იყო.
ის დაოჯახებულია, ჰყავს 3 შვილი და შვილიშვილი.