ახალქალაქისგან დაშორებულ სოფელ სამსარში არაფერი იცვლება, მათ შორის პრობლემები, რომელიც საუკუნეების მანძილზე, წლიდან წლამდე გადადის და არ იცვლება. სოფელში ჯერ კიდევ აქტუალურია ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის არარსებობის პრობლემა ისევე, როგორც ცუდი გზები.

Samsar9

სოფელ პატარა სამსარში მიმავალ გზაზე მწვანე პეიზაჟები მთებით იცვლება. სამსარის ქედის მთები წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია, მათი სილამაზე სოფელ ბარალეთიდან უფრო ნათლად ჩანს.

სოფელ პატარა სამსარამდე მისვლა შედარებით მარტივი გახდა, რადგან ნახევარი გზა ასფალტირებულია. გზის დანარჩენ ნაწილში პერიოდულად ყრიან ქვიშას და ხრეშს, თუმცა ძლიერი წვიმა ქვიშას ხშირად ჩამორეცხავს ხოლმე და მზის გულზე ქვების ნაცრისფერ, შიშველ ზედაპირებს ტოვებს.

Samsar 7

Samsar4

სოფელში მიმავალი გზა ხეობაში გადის. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იქამდე, ვიდრე სამსარის მოსახლეობა ამ ადგილებში დასახლდებოდა, იქ ხშირი ტყე იყო. სოფელი რომ დაეარსებინათ, ტყე გაჩეხეს და ადგილი კარტოფილის ნათესებისათვის გაათავისუფლეს. ადამიანის გამოჩენასთან ერთად ბუნებაც შეიცვალა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება არ შეცვლილა.

Samsar2

სოფელი პატარა სამსარი ახალქალაქიდან დაახლოებით 30 კმ-ში, ზღვის დონიდან 2010 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა უჩივის იმას, რომ სოფელში ცუდი გზებია, არ არის წყალი, ბუნებრივი აირი, ხშირად კი ელექტროენერგიაც ითიშება.

Samsar5

drova

ბუნებრივი აირი აქ არ იქნება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო სოფელში ბუნებრივი აირის გაყვანილობის სუბსიდირებას არ მოახდენს. გაზგამანაწილებელმა კომპანიამ შორეულ სოფლებში ბუნებრივი აირის გაყვანის უარი არაერთხელ ახსნა იმით, რომ ეს კომპანიას ძვირი უჯდება, მომდევნო ექსპლუატაცია მომგებიანი არ არის და დამონტაჟებას არ ფარავს. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მსგავს მაღალმთიან სოფლებში ნაკლები მოსახლეობაა. ადგილობრივების თქმით, პატარა სამსარში 75 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა შორეულ წარსულში იქ 100-ით მეტი ოჯახი იყო. მოსახლეობის მიგრაციას სოფელში ცხოვრების პირობებმაც შეუწყო ხელი.

“სოფლის პრობლემა იმაშია, რომ ქალაქისგან შორს მდებარეობს. ქალაქში მისასვლელად საათნახევარი გვინდა. ზამთარში გზები იკეტება. მიუხედავად ამისა, ჩვენთან გამყიდველები ყოველ დღე ჩამოდიან. ელექტროენერგია, არაუშავს, გვაქვს. ამ ყველაფრის პატიება შეიძლება. იმის პატიება არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში, სოფელში ბუნებრივი აირი არ არის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ შორი გზაა. ხარჯი ბევრია, ხოლო მომხმარებელი ნაკლები. კარტოფილს 60-70 მეასედზე მეტს ვერ ვთესავთ, რადგან მიწები არ არის. საქონელი გვყავს, მაგრამ მისი შენახვა რთულია”,- ამბობს სამსარის მცხოვრები.

Samsar 10

Samsar6

პატარა სამსარში, მეკარტოფილეობით, ძირითადად, მცირე მასშტაბით არიან დაკავებულნი, და ისევე როგორც დანარჩენ მთიან რაიონებში, მესაქონლეობასაც ეწევიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მესაქონლეობას კარგი შემოსავალი აქვს. თუმცა, გარკვეული პრობლემები აქაც თავს იჩენს.

“საქონელი ახლა ცოტა მყავს, ძნელია როდესაც მწყემსი არ არის. ძროხას ცალკე მწყემსი ესაჭიროება, ხბორებს ცალკე, ცხვარს ცალკე. ჩვეულებრივ 4-5 სული საქონელი გვყავს, ყველაზე მეტი 10. წელს გაურკვევლობაში ვარ, საიდან მოვთიბო ამდენი თივა. ბალახი არ არის. ზამთარში არანაკლებ 15 ტონა თივაა საჭირო, ხოლო საძოვრებზე ბალახი არ არის. მოგვიწევს საქონლის გაყიდვა, და როცა ბევრს ყიდი, ფასი მეტად იკლებს”,- ყვება სოფლის მცხოვრები კურგინიანი.

Samsar3

თუკი ზოგიერთი პრობლემის მოგვარება რთულია, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, ამას ნაკლები ძალისხმევა ესაჭიროება. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა სასმელი წყლის აუზის პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა.

“თანხას, რომელსაც სოფელი დახმარების სახით ღებულობს, წელს აუზის გარემონტებაზე დახარჯავენ. ამას თუ გავაკეთებთ, კარგი იქნება. წყალი ახლა იქიდან მოდის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეზობლად საძოვრებია და საქონელი მორწყვაზე იქ გროვდება. წყალი სუფთა არ არის”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.

Samsar 6

იმ მომენტისათვის, როდესაც ჩვენ რეპორტაჟს ვაკეთებდით, სოფელში უკვე 2 დღე არ იყო ელექტოობა, თუმცაღა შეგუებული მოსახლეობა ამ ფაქტს არ უჩიოდა.