ბიზნესმენები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმოკლე ოჯახების დახმარებას განაგრძობენ. გუშინ გაჭირვებულებს კვების პროდუქტები მეწარმე არმენ ფიდანიანმა დაურიგა. მეწარმეები ნორიკ ირიციანი და გევორგ აკოპიანი, ასევე, მაღაზია “ვლადი” ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა აქციას შეუერთდნენ.

გუშინ, 8 აპრილს 30 გაჭირვებულ ოჯახს და ახალქალაქის მცხოვრებლებს მეწარმე არტურ ფარმანიანმა ​25 კგ-იანი ფქვილის ტომრები დაურიგა. მას მოხალისეებიც ეხმარებოდნენ. გაჭირვებულების სია ახალქალაქის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურიდან, სოციალურად დაუცველების სიის მიხედვით მიაწოდეს.
muka

ახალქალაქის საკრებულოს წარმომადგენლის, ნაირი ირიციანის თქმით, გაჭირვებულებისთვის მზადდება პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების კიდევ 200 პარკი.

muka1

“გუშინ, კიდევ სამი მეწარმე დაგვიკავშირდა. ქველმოქმედებაში მონაწილეობა სურდათ. ახლა აქციის დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გუშინ, დახმარებას არიგებდნენ ქალაქში, ახლა გვინდა დავარიგოთ ტერიტორიულ ოლქებში (საკრებულო), რადგან 60 სოფლის შემოვლა რთულია. პირველ 60 პარკს გადავცემთ ორ საკრებულოს, მომდევნო 60 პარკს სხვა საკრებულოს, ლოჯისტიკურად რომ გაგვიადვილდეს. პროდუქტის დარიგებაში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აქტივისტები გვეხმარებიან”, – განაცხადა ნაირი ირიციანმა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, დახმარება გაჭირვებულებს მოხალისეების დახმარებით, მაღაზია “ორანჯიმა” და ვანიკას საბითუმო მაღაზიამ სოფლებსა და ქალაქში დახმარებები დაურიგეს.

ინიციატივა ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის.