ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში რამდენიმე ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. ახალქალაქის მერია თავისუფალ ადგილებზე აცხადებს კონკურსს.
მუნიციპალიტეტი აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:
-«საბავშვო ბაღების გაერთიანების» დირექტორის მოადგილის თანამდებობა;
-ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი;
-ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი;
-სოფელ დილისკაში აღმზრდელის დამხმარე;
-სოფელ კულიკამში სპეციალური მასწავლებელი და ქართული ენის მასწავლებელი;
-სოფელ ბარალეთში სპეციალური მასწავლებელი, ქართული ენის მასწავლებელი და მზარეულის დამხმარე;
-სოფელი აზავრეთის საბავშო ბაღში სპეციალური მასწავლებელი და ქართული ენის მასწავლებელი;
-სოფელი კარწახის საბავშვო ბაღში სპეციალური მასწავლებელი და მზარეულის დამხმარე;
-სოფელი ვაჩიანის საბავშვო ბაღში სპეციალური მასწავლებელი და მზარეულის დამხმარე.
განმცხადებლებმა საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ან მერიაში უნდა წარადგინონ: განცხადება, დიპლომი, პირადობის მოწმობა და CV.