უსახლკარო ძაღლებს ახალქალაქიდან თავშესაფარში გადაიყვანენ. მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო კონკურსი უკვე შემდგარია.
ქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. 2020 წლის დასაწყისიდან, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ძაღლის ნაკბენის 23 შემთხვევა დააფიქსირა.
მერიამ სატენდერო კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც ოზურგეთიდან კერძო მეწარმემ ლერი ჩხარტიშვილმა დღგ-ს გარეშე, 16,881 ლარით მოიგო.
სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ბოლომდე უნდა იყოს შესრულებული.
ძაღლები საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით უნდა დაიჭირონ და სპეციალური მანქანებით უნდა გადაიყვანონ. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია. სერიოზული ავადმყოფობის მქონე ძაღლებს საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიას (ცხოველის უმტკივნეულოდ მოკვდინება) გაუკეთებენ და ჩამარხავენ.