4 ივლისს, სეტყვამ სოფელ ორჯას კარტოფილის მოსავალი და მარცვლეული გაანადგურა. მიყენებული ზარალი უკვე გამოთვლილია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი კოკისპირული წვიმა იყო, რომელსაც სეტყვა მოჰყვა, დაზარალდნენ სოფელი ნახდო და ორჯა, განადგურებულია მოსავლის 99%.
სოფლის უფლებამოსილი პირის თქმით, მიყენებულმა ზარალმა 780ჰა-დან 630ჰა მოსავალი გაანადგურა. თითქმის მთლიანად განადგურდა კარტოფილის მოსავალი, ხოლო მარცვეულიდან ყველაზე მეტად ქერი დაზიანდა. ხორბლის მიწები უფრო ნაკლებად დაზარალდა მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე ფართობზეა დათესილი. ასევე განადგურებულია თალგამის 2ჰა მიწა.
სოფლის მოსახლეობამ მიყენებული ზარალის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე შეატყობინა.
წელს მოსახლეობას ყველაზე მეტად მოსავლის იმედი აქვს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ცივი კლიმატის გამო საქართველოს სხვა რეგიონების მაღალმთიანის კლიმატთან შედარებით, არც ისე ბევრი კულტურა ხარობს. სიტუაციას ამძაფრებს ის, რომ COVID-19-ით გამოწვეული დაკეტილი საზღვრების გამო რეგიონში პრაქტიკულად სხვა შემოსავალი არ არის. თუმცა, უამინდობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უკანასკნელ იმედსაც ანადგურებს.