თითქმის ყოველ წელს ძლიერი სეტყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერების სასოფლო-სამეურნეო მინდვრებს აზიანებს, რაც მოსავლიანობაზე ცუდად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის დაზღვევა საქართველოში 70%-ით სუბსიდირებულია, ახალქალაქში მაინც არ სურთ მომსახურებით სარგებლობა. “აგროდაზღვევა” პროგრამის არსებობის 8 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ნაკლებად პოპულარული ხდება.

“აგროდაზღვევა” – სახელმწიფო პროგრამა. სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის ოდენობის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30%-ს მიწის მფლობელი. ჯავახეთში ყველა კომპანია მოსავალს სეტყვისგან, წყალდიდობისგან, შემოდგომის ყინვებისა და ქარიშხლისგან აზღვევს.

იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ამინდის პირობების გამო კარტოფილის მოსავალი ჯავახეთში დაბალია, Jnews-მა სცადა გაეგო ჯავახეთში და ზოგადად საქართველოში პროგრამის არაეფექტურობის მიზეზები.

ფერმერი – აზრი არ აქვს, კომპანიები მდგომარეობას სამართლიანად მაინც არ აფასებენ

ჭორუღიან ღაზარი სოფელ მურჯახეთიდან 20 წელზე მეტია ამ საქმით არის დაკავებული – კარტოფილს თესავს და ლოცულობს, რომ კარგი ამინდი იყოს, რათა შემოდგომაზე შესაბამისი მოსავალი აიღოს. სამი წლის წინ მან კარტოფილის ყანები დააზღვია და დაზღვევაც შეწყვიტა.

„სეტყვიამ კარტოფილის მინდვრები 90%-ით გაანადგურა, ხოლო კომპენსაციამ მხოლოდ 17% დაფარა. ჩემი ზარის შემდეგ 15-20 დღეში მოვიდნენ, როცა მოსავალი წამლებით როგორღაც აღვადგინე. თანხის ჩემი წილი ბანკიდან ვისესხე და ვიზარალე. ამიტომ აღარ ვაზღვევ, იმედგაცრუებული ვარ“, – განმარტავს ის.

დანამდვილებით არ იცის სადაზღვევო კომპანიის აგენტები ხელშეკრულების მიხედვით რამდენ დღეში უნდა ჩამოსულიყვნენ, ამიტომ აგენტების მოლოდინში გადაწყვიტა ემოქმედა და სასუქები და ზრდის სტიმულატორები გამოიყენა.


2022 წლის 7 აგვისტო, სოფელ მაჯადიას კარტოფილის ყანა

ფერმერები ამბობენ, რომ დაზღვევაზე ფულის დახარჯვას აზრი არ აქვს, რადგან სადაზღვევო აგენტები სამართლიანად არ აფასებენ, ისინი კომპანიის საკეთილდღეოდ მუშაობენ და არა ფერმერების.

სოფელ ოლავერდიდან ტაშჩიან სტიოპა ამბობს, რომ ის არ აზღვევს, რადგან სხვები არ არიან კმაყოფილი.

„5-6 ჰექტარ კარტოფილს ვთესავ, მაგრამ არასდროს დამიზღვევია, რადგან ხალხი კმაყოფილი არ არის და ამბობენ, რომ ისინი (კომპანია) ატყუებენ და ნორმალურად არ იხდიან“, – აცხადებს ტაშჩიან სტიოპა.

რატომ არიან ფერმერები უკმაყოფილო? – ამ კითხვაზე კომპანიებს პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, რადგან კლიენტებსა და კომპანიას შორის ურთიერთობა საჯაროდ არ განიხილება. ხოლო პროგრამის ინიციატორებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სოფლის განვითარების სააგენტომ უპასუხა ჩვენს კითხვებს – რას აკეთებს კამპანია პოპულარიზაციისთვის და რატომ არიან ფერმერები უკმაყოფილო სადაზღვევო კომპანიებით? – მათ გვიპასუხეს, რომ საინფორმაციო კამპანია ტელევიზიით ტარდება, რეკლამა ბილბორდებზე თავსდება. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღება მუნიციპალიტეტებში გახსნილი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდანაც შეუძლიათ. თუმცა კითხვები კომპანიების მუშაობასა და ამ სამუშაოს მონიტორინგის შესახებ პასუხგაუცემელი დარჩა, Jnews-ისთვის გაგზავნილ წერილში მხოლოდ ანგარიშგების და მონიტორინგის პირობებია აღნიშნული.

პროგრამა ეკონომისტმა და სოფლის მეურნეობის ექსპერტმა სალომე გელაშვილმა შეისწავლა. მისი თქმით, არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ ყველა რეგიონში „აგროდაზღვევა“ არაეფექტურია.

იგი აღნიშნავს, რომ კომპანიები მომხმარებლის მოზიდვით დაინტერესებულნი არ არიან. გარდა ამისა, კომპანიებს სოფლის მეურნეობის საკმარისი სპეციალისტები არ ჰყავთ. „აგროდაზღვევა” კომპანიის ძირითადი საქმიანობა არ არის, ეს მცირე პორტფელია, შემოსავლის მხოლოდ 5%. აქედან გამომდინარე, მათ რამდენიმე ისეთი თანამშრომელი ჰყავთ, რომელთაც ეს სფერო ესმით, სიტუაციისა და ზიანის შეფასება შეუძლიათ. ყოველივე კი ფერმერებს უქმნის პრობლემას“, – განმარტავს სალომე გელაშვილი.

საქართველოს მასშტაბით წარმოებული კარტოფილის 60% სამცხე-ჯავახეთიდანაა, ახალქალაქი კი კარტოფილის მთავარ მუნიციპალიტეტად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი კარტოფილის მწარმოებელია, პროდუქტის მოყვანის ხელშემწყობი პროგრამები არ არსებობს. სტიქიურ უბედურებებზე პროგრამა „აგროდაზღვევა“ ზრუნავს, რომელიც არც პოპულარულია და არც გვალვის ზარალს ფარავს.

ფერმერები დაურეგისტრირებელ მიწას ვერ დააზღვევენ

სოფელ ოლავერდიდან სოგბატიან ვაღინაკმა არ იცის, დააზღვევდა თუ არა თავის მოსავალს, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა.

„რის საფუძველზე დავაზღვიო? ორი წელია რაც განცხადება დავწერე, მოვიდნენ და სახლის ჩათვლით ყველაფერი გაზომეს, 450 ლარიც გადავიხადე. ქალაქიდან ახლახან დავბრუნდი, რეგისტრაციით დავინტერესდი და მითხრეს, რომ პროცესშია. უკვე ორი წელია ამას ამბობენ“, – განმარტავს სოგბატიან ვაღინაკი.

მისი თანასოფლელი ვაირადიან აღვანი თითებზე ითვლის, ვინ დააზღვია მიწა მათ სოფელში – მხოლოდ 6-7 კაცი.

სოფელ მურჯახეთიდან ენოკ ბაბაჯანიანი ამბობს, რომ თუ მიწა დარეგისტრირებული ან ნაქირავებია არ არის, მუშაობა რთლია: „იჯარით აღებული მიწები ძირითადად დაურეგისტრირებელია და ის ყოველთვის არ ფორმდება. გარდა ამისა, გაზაფხულზე ფერმერს ყოველთვის არ აქვთ დაზღვევისთვის საჭირო თანხა.“

აგროდაზღვევის პროგრამის კვლევისას სალომე გელაშვილმა გაარკვია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ამბობენ ფერმერები მოსავლის დაზღვევაზე უარს.

ხალხს არ სურს გადახდა, რადგან მაღალი რისკია:

  • გვალვის ზარალი არ იფარება
  • ზოგი წაუკითხავად აფორმებს ხელშეკრულებას,
  • ჰგონიათ თუ ზიანი მიადგებათ კონკრეტულ პროცენტის ნაცვლად, 100%-ით აუნაზღაურებენ

ექსპერტის თქმით, პროგრამა იმიტომ არ იძლევა მოსალოდნელ შედეგებს, რომ კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კომპანიებს ზარალის შეფასება მოეთხოვოს, მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.

„არ არსებობს გაიდლაინები. ხოლო ფერმერი იმ კაცს ვერ შეეკამათება, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ აფასებს. ეს არ არის სწორი, უნდა იყოს გაიდლაინები, რომლითაც ყველაფერი გაწერილი იქნება“, – აცხადებს სალომე გელაშვილმა.

8 წლიანი აგროდაზღვევა

ახალქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც დაზღვევის სარგებელს გრძელვადიანად აფასებენ; ნაირი ჰარუთუნიანმა, სოფელ ორჯადან, გამოთვალა და გადაწყვიტა, რომ მოსავლის დაზღვევა სწორი იყო.

„წელს პირველად დავაზღვიე 2,5 ჰექტარი კარტოფილი და 1,5 ჰექტარი ხორბალი. მერეც დავაზღვევ. ყოველწლიურად 500 ლარს ვკარგავ, მაგრამ ასეც იყოს, 10 წელიწადში ერთხელ მაინც თუ გააფუჭა სეტყვამ, 3000-4000 ლარის კომპენსაციას მივიღებ, თუ ზარალი მინიმუმ 20%-ით იქნება შეფასებული“, – აცხადებს იგი.

katrofil კარტოფილის მოსავლის აღება სოფელ ჩამდურაში, 14 ოქტომბერი, 2022 წ.

1 ჰა კარტოფილის მინდორზე დაზღვევის ჯამური ოდენობა 1 275 ლარია, საიდანაც 382,50 ლარს ფერმერი იხდის, ხოლო 892,50 ლარს სახელმწიფო. დაზღვევის ნორმატივით, კარტოფილის 1 ჰექტარ მინდორზე 100%-იანი ზიანისთვის შეგიძლიათ 15 000 ლარი მიიღოთ.  ეს თანხა 1 კგ კარტოფილის 0,60 თეთრი ღირებულებით და 25 000 კგ/ჰა მოსავლიანობით მიიღება.

სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. ამ მიმართულებით ბევრი სადაზღვევო კომპანია მუშაობს.  წელს ქართულ ბაზარზე 6 კომპანია გამოჩნდა: “ალდაგი”, “პრაიმი”, “არდი”, “თიბისი დაზღვევა”, “ნიუ ვიჟენ დაზღვევა”, “ქართული სადაზღვევო ჯგუფი”.

სადაზღვევო კომპანიები ჯავახეთში არც თუ ისე აქტიურები არიან და არც საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ. ყველა კომპანიას არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი ახალქალაქში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს დაზღვევის ეფექტურობაზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ოფისი მხოლოდ კომპანია “ალდაგის” აქვს.  წელს ახალქალაქში წარმომადგენლობა “ნიუ ვიჟენ დაზღვევამაც” გახსნა.

ჯავახეთის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი აქტივობა სოფლის მეურნეობის დაზღვევის საკითხში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს დაფიქსირდა.  ამის შემდეგ მონაცემები კვლავ იკლებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს, პროგრამის პირველ წლებიდან 2017 წლამდე ახალქალაქში უფრო მეტი მომხმარებელი იყო, ახლა კი კლება ყოველწლიურად შეინიშნება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2014 წლიდან პროგრამაში ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა, სადაც ყურძნის მოსავალი დააზღვიეს.

ეკონომისტი და სოფლის მეურნეობის ექსპერტი სალომე გელაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამის შედეგები ბევრად უკეთესი იქნება. მართალია, ბევრ ქვეყანას, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, 20 წელი დასჭირდა სოფლის მეურნეობის დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის, თუ საქართველოსა და პროგრამაში არაფერი შეიცვლება, 10 წელიწადში ჩვენც იგივე სიტუაცია გვექნება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს და შეფასების მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა დაიწყოს.