დღეს, 4 ივლისს, 15 წუთიანმა სეტყვამ ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოს ნათესებს დიდი ზარალი მიაყენა.

3

სოფელ ხანდოს მოსახლეობამ განგაში ატეხა, სტიქიურმა უბედურებამ მათი სოფლის ნათესები მთლიანად გაანადგურა.

ზარალის მასშტაბების გასარკვევად Jnews-ი სოფელ ხანდოს უფლებამოსილ პირს დაუკავშირდა.

“ძირითადად კარტოფილისა და ბოსტნეულის კულტურები დაშავდა. სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ამჟამად სეტყვის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მეტად სოფლის საზღვრებს მიღმა არსებული ნათესები დაზიანდა»,- Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა სოფელ ხანდოს უფლებამოსილმა პირმა.

1