ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის თესვა მიმდინარეობს, ზოგიერთ სოფელში სამუშაოები უკვე დასრულებულია, ზოგში კი პროცესშია. მუნიციპალიტეტში მარცვლეულის ნათესი ფართობების შესახებ მონაცემები ჯერ არ არის, გაიზარდა თუ შემცირდა გასული წლის გაუყიდავი კარტოფილის ფონზე გაურკვეველია.
სოფელ მურჯახეთში მარცვლეულის თესვა უკვე დასრულებულია. ფერმერის ენოკ ბაბაჯანიანის თქმით, მან მარცვლეულის მინდვრები გაზარდა. 1 ჰა ხორბალი, 3 ჰა ქერი და 3 ჰა კარტოფილი დათესა.
„კარტოფილის მინდვრები შევამცირე და მარცვლეულის მინდვრები გავზარდე. მარცვლეულის გადამუშავება დიდ შრომას და ფულს არ მოითხოვს, რადგან კარტოფილი არ გაიყიდა და, რა თქმა უნდა, შემოდგომაზე კარტოფილის რეალიზაციის პრობლემაც იქნება, ამიტომ მიწა რომ არ დარჩეს ცარიელი, დავთესე მარცვლეული. მარცვლეულიც არ იყიდება, და ფასიც დაბალია, უბრალოდ გაზაფხულზე თესავ და შემოდგომაზე მოსავალს იღებ, მეტი შრომა არ ჭირდება”, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
სოფელ არაგვაში, უნანიან ღაზაროსის თქმით, მარცვლეულის მინდვრები ასევე გაიზარდა.
„კარტოფილი არ გაიყიდა, მოსახლეობა იმედგაცრუებულია, წელს ჩვენს სოფელში უმრავლესობამ გაზარდა ქერის და ხორბლის მინდვრები. დიდ შრომას არ საჭიროებს, და საკუთარი ადგილობრივი ფქვილი მაინც ექნებათ”,- თქვა ღაზაროს უნანიანმა.
სოფელ ტურცხში მარცვლეულის თესვა პროცესშია და რამდენიმე დღეში დასრულდება. ტურცხის ტერიტორიული ოლქის საკრებულოს დეპუტატის ანა ღევენიანის თქმით, წელს სოფელში იმდენივე ნათესია, რამდენიც შარშან იყო.
„სოფელში ხორბალი შემოდგომით დავთესეთ, ხოლო ორ დღეში დავამთავრებთ მარცვლეულის და კარტოფილის თესვას. 106 ჰა მარცვლეულია და 290 ჰა კარტოფილი. სოფელში სახნავი მიწა ცოტა გვაქვს, კარტოფილს და ქერს არც ვამცირებთ და არც ვზრდით. ქერი გვჭირდება, თივისთვის ვაგროვებთ და პირუტყვის ვაჭმევთ, საძოვრები ცოტა გვაქვს“, – ამბობს ანა ღევენიანი.
ხანდოს ტერიტორიული ოლქიდან საკრებულოს დეპუტატი მელიქიან სარგისი ამბობს, რომ სოფელ ხანდოში ქერის თესვა მიმდინარეობს, ხოლო ხორბალი ჯავახეთში შემოდგომაზე ითესება. სარგის მელიქიანი ამბობს, რომ წელს დიდი ალბათობით მეტი კარტოფილის მიმდვრები ექნებათ.
„სოფელში ზოგმა უკვე დაასრულა ქერის თესვა, ზოგი პროცესშია. კარტოფილის მინდვრები გავზარდე, სათესლე კარტოფილი არ გამიყიდია, დავთესავ“, – ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორბალი 3034 ჰექტარზე დაითესა, მიღებულ იქნა 9573,8 ტ, ქერი დაითესა 7261 ჰექტარზე, მიღებულ იქნა 21377,3 ტ.