ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალურ საკუთრებად მიჩნეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. შედეგად, წინა 1,8 ლარის ნაცვლად, 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2,88 ლარი ღირს. საკრებულომ ეს ნორმატიული აქტი დღეს დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მუნიციპალიტეტები არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე სტანდარტულ ფასებს საბაზრო ფასებზე დაყრდნობით ყოველწლიურად ამტკიცებენ.

ქალაქში მიწის ღირებულებაზე სტანდარტული ფასი ახალქალაქში 1,80 ლარიდან 2,88 ლარამდე გაიზარდა. სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი სხვაგვარად არის განსაზღვრული, ქალაქში ფასის 50%-ია, შესაბამისად, 1,44 ლარია. სოფლებში არის მიწები, რომლებიც ქალაქის ღირებულების 25% ღირს. ხოლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო მაგისტრალებიდან 50 მ-ის რადიუსში ღირს ქალაქის მიწის ღირებულების 70%.

ნორმატიული ფასი, რომელიც დღეს საკრებულომ დაამტკიცა, არის ლეგალიზაციის ფასი, განსხვავდება მიწის გასაყიდი ფასისგან. გაყიდვისას ამ ფასს ემატება აუდიტის მიერ განსაზღვრული ფასი, რომელმაც შესაძლოა 10-ჯერ გადააჭარბოს კიდეც ნორმატიულ ფასს.

მერიის მონაცემების თანახმად, რომელიც საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა, 2018 წელს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზებიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2297 ლარი მიიღო, 2019 წელს -8160 ლარი, 2020 წელს -5606 ლარი, 2021 წელს – 2 645 ლარი.