საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ, კომპესაციის მისაღებად 15 ივლისამდე compensation.moh.gov.ge გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
საქართველოს ხელისუფლება იმ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებიც 2019 წელს სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გასული, თუმცა წელს COVID-19-ის ეპიდემიის გამო ვერ მოახერხეს წასვლა.
კომპესაციის მისაღებად ეს პირები არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის აუცილებელია სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის და საბანკო ანგარიშის მითითება. სხვა დოკუმენტების საჭიროება არ არის.
გასტარბაიტერები კომპენსაციას მიიღებენ
საქართველოს ხელისუფლების №388 დადგენილების თანახმად 26 ივნისიდან დამტკიცდა „ახალი ვირუსის (SARS-COV-2)(COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების სახელმწიფო პროგრამა“. ამის თანახმად, ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ დაქირავებით მუშაობდნენ, და დამტკიცდება, რომ 2019 წელს 60-ჯერ და/ან 2019 წლის მარტის დასაწყისიდან ოქტობრამდე, 30-დან 120 კალენდარული დღის განმავლობაში გადაკვეთეს საზღვარი, უფლება აქვთ კომპენსაციის მისაღებად დამამტკიცებელი საბუთების საფუძველზე დარეგისტრირდნენ.
დღემდე, ეპიდემიის გამო დაზარალებულმა, დაახლოებით 105,000 თვითდასაქმებულმა პირმა, ერთჯერადი დახმარება უკვე მიიღო. 29 ივნისის ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მონაცემების თანახმად დაახლოებით 156,186 თვითდასაქმებული პირი იყო დარეგისტრირებული. მათგან 104,547 პირმა 300 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია მიიღო. სულ 31,364,100 ლარია გადარიცხული.