დღეს, 5 სექტემბერს, ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა და სათანადოდ ვერ მართა ავტომანქანა.

დღეს, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მანქანა “Chevroni”-ის ბენზინგასამართ სადგურთან, სტენდს დააჯახა. ჩვენი ინფორმაციით, ერთი დაშავებული პირი ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

avarya2