ენზელ მკოიანმა, საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა «ქართული ოცნების» მხრიდან, საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ახალგაზრდა ადამიანებს მოუწოდა არ მოიმოქმედონ არასასურველი ქმედებები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, რითაც სომხეთის თავდაცვის არმიას საკუთარი წმინდა მისიის შესრულებაში უშლიან ხელს.
«საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად საბრძოლო ქმედებების შეჩერებისაკენ და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლისაკენ მოუწოდა. იმავეს ამბობს მსოფლიოს ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია.
მთელი მსოფლიოს სომხები არიან შეწუხებულნი. მატერიალური და მორალური მხარდაჭერის გარდა ყველას უნდა საკუთარი წილი შეიტანოს ამ გმირული ტერიტორიის დაცვაში. რასაკვირველია, იგივე სურთ ჯავახეთის სომხებს. ჩვენს მუდამ მხარს ვუჭერდით სამშობლოს, ვეხმარებოდით, რითაც შეგვეძლო.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, დღეს არცახის თავდაცვა საიმედო ხელშია, არმია მზად არის ნებისმიერი აგრესია მოიგერიოს, ამიტომ, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ აუცილებლობის გარეშე არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები, და ხელი არ შეუშალოთ თავდაცვის არმიას წმინდა მისიის შესრულებაში»,- დაწერა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.
27 სექტემბრის დილით აზერბაიჯანმა საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა მიაყენა არცახს, დარტყმა მიაყენა, როგორც სამხედრო ობიექტებს, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის დედაქალაქს- სტეფანაკერტს. არცახის შეიარაღებულ ძალებში 84 დაღუპულია. საომარი ქმედებების შემდეგ მალევე სომხეთში ასობით ადამიანმა არცახში მოხალისეობის მზადყოფნა გამოთქვა. სომხეთში და არცახში გამოცხადებულია საბრძოლო მდგომარეობა.