ახალქალაქის სერვისცენტრში 200 ნაგვის ყუთი მიიღეს, თუმცა სატვირთო მანქანების არარსებობის გამო ჯერ ვერ ანაწილებენ. მუნიციპალიტეტმა კვლავ გამოყო თანხა ნაგვის სატვირთო მანქანის შესაძენად. საკრებულო თანხის საკითხს 28 ოვლისს განიხილავს.

სერვისცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით დატვირთული გრაფიკით მუშაობენ. ნაგვის ურნები მხოლოდ ბეჟანოს, კოჩიოს, ღადოლარის სოფლებში დაამონტაჟეს, იგეგმება სოფელ მარტუნში და ტურცხში დაყენებაც. დარჩენილი სოფლებში მანამ ვერ დამონტაჟდება, სანამ მუნიციპალიტეტი ახალ ნაგვის მანქანებს არ მიიღებს.

200 ნაგვის ურნის შესაძენად ტენდერი შპს „უნიპაკმა“ მოიგო. კონტეინერები პლასტმასი, 1,1 კუბური მეტრის მოცულობისაა. სერვისცენტრმა ურნები დაახლოებით 10 დღის წინ მიიღო.

”დანარჩენს მოგვიანებით დავამონტაჟებთ, რადგან ჯერ ვერ მოვემსახურებით. 200-მდე ნაგვის ურნის დავამონტაჟებას ვერ შევძლებთ, რადგან 300 კონტეინერს 3 მანქანა სჭირდება. სანამ ახალ მანქანებს არ მივიღებთ, მათ იდენტიფიკაციას ვერ შევძლებთ”, – განაცხადა ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა.

მუნიციპალიტეტი ერთ მანქანას იაპონიის საელჩოს გრანტით მიიღებს, ხოლო მეორის შესაძენად  320 000 ლარი გამოყვეს, რომელიც საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია. წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაგვის სატვირთო მანქანის შესაძენად თანხა გამოყო, თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო შეხვედრაზე ყოველივე გაუქმდა.

მუნიციპალიტეტმა ასევე გამოყო თანხა 6-7 კუბური მეტრი ტევადობის 6 მსხვილი კონტეინერის შესაძენად, რომელიც სოფლებში დაიდგმება.

არმენ ბიჩახჩიანის განმარტებით, მანქანების შეძენის შემდეგ, ისინი სოფლებში: ბეჟანოში, კოჩიოში, აზავრეთში, ხანდოში, დილისკაში ნაგვის ურნების მომარაგებას აპირებენ. სოფლებში პატარა ურნებს დიდი კონტეინერებით ჩაანაცვლებენ.

”ყოველ წელს სოფელ ბეჟანოდან და კოჩიოდან ნაგავი გაგვაქვს, წელსაც იგივე გავაკეთეთ. პატარა ნაგვის ურნებს დიდი კონტეინერებით შევცვლით, რომ ყოველწელს აღარ გავიტანოთ”, – ამბობს სერვისცენტრის დირექტორი.

სერვისცენტრს 3 Mercedes-ის ნაგვის მანქანა, რომელიც 300 კონტეინერს ემსახურება და 2 საბჭოთა GAZ-53 აქვს, რომლებიც  150 კონტეინერს ემსახურება.