დღეს, 28 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4484 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 324 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
7 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
13 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 269 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 81
ახალქალაქი – 7
ბორჯომი – 95
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 46
ადიგენი – 37
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 82 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 113 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 26 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 55 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.