Armenian      Russian

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემის გამო წელს ვერ მოახერხეს წასვლა, სახელმწიფოსგან 300 ლარის ოდენობის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

300 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ბილო ვადა არის 15 ივლისი.

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით კომპენსაციას შემდეგი პირები მიიღებენ:

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობდნენ, რასთან დაკავშირებითაც 2019 წელს საზღვრის გადაკვეთის 60 შემთხვევაზე მეტი დარეგისტრირებული შემთხვევა ჰქონდა.

2019 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტობრის ჩათვლით ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ 30-დან 120 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (საზღვრის გადაკვეთა), ამ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ კომპენსაციის მისაღებად პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ.

Jnews-ი უახლოეს მომავალში ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ რამდენად არის ინფორმირებული ჯავახეთის მოსახლეობა სახელმწიფოს გადაწყვეტილებისა და სხვა დეტალების შესახებ.