ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7-8 სოფელში ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერებულია სოფელ ბარალეთთან მაგისტრალურ გაზსადენზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო. სამუშაოების შესრულების დროს სირთულეები წარმოიშვა. გაზის მიწოდება სოფლებში ჯერ არ არის აღდგენილი, თუმცა როგორც კომპანია SJGC-ში მოგვახსენეს, ის საღამოს 18:00 საათამდე აღდგება.
გუშინ, 12 იანვარს სოფელ ბარალეთში «ოპელ» მარკის ავტომანქანა დაეჯახა ცენტრალურ გაზსადენ მილს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის 7-8 სოფელი (ბუღაშენი, ბალხო, გომანი და სხვები) ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.
კომპანია SJGC-ს ხელმძღნაველის რაზმიკ გუმაშიანის თქმით, გაზის მიწოდება უფრო ადრე უნდა აღედგინათ, მაგრამ წარმოიშვა სირთულეები.
«აღმოჩნდა, რომ გაზსადენი მილი დაზიანებული იყო არა მხოლოდ მიწის ზედაპირზე, არამედ მიწის ქვეშაც. ახლა პრობლემის მოგვარების მიზნით გაყინულ მიწას თხრიან. მე ვფიქრობ, გაზის მიწოდება 18:00 საათამდე აღდგება»,- ამბობს ის.